შს-მ ერთი კვირის ანტიტერორისტული ანგარიში გამოაქვეყნა

ლიკვიდირებულ იქნა 19 ტერორისტი

837229
შს-მ ერთი კვირის ანტიტერორისტული ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთისშინაგანსაქმეთასამინისტრომ, ქვეყნისმასშტაბითჩატარებულიბოლოერთიკვირისანტიტერორისტულიბრძოლისანგარიშიგამოაქვეყნა და მისი მიხედვით ლიკვიდირებულ იქნა 19 ტერორისტი, 25 კი ტყვედ იქნა აყვანილი და აქედან 13 თურქ ძალოვანებს თვით დანებდა.

ამავე ცნობით, დიარბაქირში, მუშში, ერზინჯანში, ჰაქქარიში და ბითლისში ტერორისტების კუთვნილი ათობით თავშესაფარი, გამოქვაბული, ბუნკერი და არსენალი იქნა განადგურებული, ხოლო ამის პარალელურად ხელთ იგდეს რამდენიმე ტონა კვების პროდუქტი და სამხედრო მასალა.

“სეპარატისტებს დიდი ფინანსური დარტყმაც მიეყენათ, რადგან, ძალოვანებმა ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე  ხელთ იგდეს და გაანადგურეს სეპარატისტების კუთვნილი დიდი ოდენობით ნარკოტიკები, კონტრაბანდული სიგარეტები და საწვავი“, ხაზგასმულია ამ ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები