ბთყ-ის მაგისტრალი გაიხსნა

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ერდოღანი

837099
ბთყ-ის მაგისტრალი გაიხსნა

ბაქოში ვიზიტად მყოფი რ.თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საზეიმოდ გახსნის ცერემონიაზე და თქვა, რომ ეს მაგისტრალი უზრუნველყოფს როგორც რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე ეკონომიკურ განვითარებასაც.

"ეს პროექტი,  ჩვენი კატეგორიულობის და ჩვენი ხედვის პროდუქტს წარმოადგენს, იგი ძალიან ძვირფასია, რადგან დიდ შრომის, ჯაფის და ძალისხმევის შედეგად აშენდა“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ეს პროექტი ტვირთებისა და ადამიანების მგზავრობის გარდა, ხელს შეუწყობს საინფორმაციო მეცნიერებების განვითარებასაც.

ეს მაგისტრალი სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გაყვანილი “მარმარაის“ სარკინიგზო ხაზით ევროპულ ლიანდაგებს დაუკავშირდება რა, ლონდონიდან ჩამჯდარი მგზავრი ვაგონიდან გადმოუსვლელად ჩავა პეკინში და პირიქით. ასეთივე იქნება სატვირთო ხაზიც.

ასე რომ, პირველ ეტაპზე, წელიწადში 1 მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება, 2034 წელს ეს ციფრები 3 მილიონ მგზავრამდე და 17 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზრდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს საღამოს თურქეთის პრეზიდენტის, ყაზახეთის, უზბეკეთის და საქართველოს პრემიერმინისტრების საპატივსაცემოთ მიღებას გამართავს  



მსგავსი ინფორმაციები