ერაყის პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს ანკარაში ჩავა

ერაყის პრემიერმინისტრი ჰაიდარ ელ იბადი ოფიციალური ვიზიტით დღეს ანკარაში ჩავა

833685
ერაყის პრემიერმინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს ანკარაში ჩავა

ერაყის პრემიერმინისტრი ჰაიდარ ელ იბადი ოფიციალური ვიზიტით დღეს ანკარაში ჩავა. მას პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი მიიღებს, რის შემდეგაც პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმსაც შეხვდება.

ერაყის პრემიერმა გუშინ ბაღდადში გამართულ ყოველკვირეული პრესკონფერენციაზე ანკარაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა.

„თურქეთში, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო ბრუნვის გაზრდით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების, წყლის საკითხის, სასაზღვრო კარის კონტროლის მსგავს მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებს განვიხილავთ. ერაყში ქირქუქში სტრატეგიული მილსადენით (ქირქუქი-ჯეიჰანი) გვსურს ნავთობის ექსპორტის განახლება“ - განაცხადა იბადიმ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თურქეთთან სერიოზული თანამშრომლობა სჭირდებათ და დაამატა: „ამასთან დაკავშირებით ახალ ერაყ-თურქეთის ხედვას ჩამოვაყალიბებთ. თურქეთი სეპარატისტული ტერორგანზიაცია PKK-ს არსებობისა და რეგიონის დანაწევრებასთან დაკავშირებით სერიოზულად და სამართლიანადაა შეშფოთებული. ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის 25 სექტემბრის არალეგალურ რეფერენდუმსაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ მიიჩნევენ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები