ერდოღანი AKP-ს საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი AKP-ს საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა

833371
ერდოღანი  AKP-ს საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე  სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალური მდივანი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, AKP-ს  საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე  სიტყვით გამოვიდა რა, დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ერდოღანი სიტყვით გამოსვლისას საზღვრებს გარეთ ოპერაციებს შეეხო და აღნიშნა, რომ სირიის ჩრდილოეთით ქალაქ, აფრინში სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG-ს წინააღმდეგ  ყოველ წუთში შეიძლება  ოპერაცია დაიწყოს. „ერთ ღამეს მოულოდნელად მოვალთ, ერთ ღამეს მოულოდნელად დაგესხმებით თავს,“ განაცხადა ერდოღანმა. მან, აშშ-ს მხარდაჭერით  PYD-ს მხრიდან ქალაქი რაკის აღების შემდეგ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს ლიდერის პორტრეტის გამოფენასაც გამოეხმაურა და აშშ-ს მოუწოდა: „ო ამერიკა, რაკაში ტერ ორგანიზაციის ლიდერის პორტრეტების გამოფენა რით შეგიძლია ახსნა? ჩვენ სიმართლეს ვსაუბრობთ. აშშ-მ ტერ ორგანიზაცი PYD-ს   3500-მდე სატვირთო ავტომობილით იარაღი მიაწოდა. ჩვენ კარგად ვიცით თუ სად ინახება ის იარაღები.“ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ერაყის და სირიის საკითხებსაც შეეხო და განაცხადა: „ერაყში და სირიაში ყველა ჩვენ ძმას  მოუწოდებ. დღემდე რეგიონში უცხოელი იმპერიალისტების სიტყვით ვინც იმოქმედა, ყველამ მარცხი განიცადა. მას შემდეგ რაც თურქეთმა ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ მნიშვნელოვან წარმატებს მიაღწია, ზოგიერთმა წრეებმა ამის წინააღმდეგ გამოსვლა დაიწყეს. ერდოღანი, აშშ-ფეტოს კავშირსაც შეეხო რა, განაცხადა: „ფეტოსთან კავშირში ყოფნის გამო დაკავება მოხდა. აშშ აცხადებს, რომ საკონსულოში მომუშავეს დიპლომატიური ხელშეუხებლობა გააჩნია და მის ტელეფონსაც კი ითხოვენ. ასეთი რამ არ არსებობს. გამოძიების შედეგად დგინდება, რომ მას, თურქეთის სოროსად ცნობილ ადამიანთან აქვს კავშირი, რომელმაც გარკვეულ ადგილებზე  სერიოზული რესურსები გადააგზავნა. ჩვენ  ერთად დგომით, ამ ყველა დამნაშავეებს შესაბამის პასუხს ვაგებინებთ.“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #APK , #PKK , #PYD/YPG , #ამერიკა , #ერაყი , #სირია , #ფეტო

მსგავსი ინფორმაციები