ახალი აქტუალური თემის ანალიზი 41

თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები: „გადატვირთვა“ შესაძლებელია?

821423
ახალი აქტუალური თემის ანალიზი    41

თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები იმ შემთხვევაში დარეგულირდება, როდესაც ევროპელი ლიდერები შეთანხმდებიან იმ საკითხზე, რომ თანასწორობა და სამართალი ყველასათვის საჭიროა. თურქეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა 2005 წლიდან გახლავთ. 12 წლის წინ გადადგმულმა  ამ ნაბიჯმა იმ დროს, საზოგადოებაში ერთგვარი ემოციებიც გამოიწვია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამას  ძალიან ბევრი იმედგაცრუებაც მოჰყვა. რეგიონალურმა და საერთაშორისო პრობლემებმა, თურქეთსა და ზოგიერთ ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბა. ამან კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეანელა. უეჭველად, თურქეთ-ევროკავშირს შორის  ურთიერთობას ერთგვარი „გადატვირთვა“ სჭირდება. ეს კი ურთიერთ პატივისცემითაა შესაძლებელი.  თურქეთის მიმართ წამოყენებულმა მკაცრმა და მწვავე კრიტიკამ, შეიძლება მოკლე ვადიანი პოპულისტური მიღწევები უზრუნველყოს. მაგრამ, ასეთი ქმედებები,      უსაფრთხოებას და კეთილდღეობას  ვერ  უზრუნველყოფს.    ცხადია, რომ დღეს არსებული მდგომარეობა თურქეთ და ევროკავშირის საზღვრებს სცდება რა, არსებული საერთაშორისო კრიზისები  ერთგვარი დესტრუქციული ნატივიზმია, რამაც შეიძლება მუსლიმანურ სამყაროსა და დასავლურ საზოგადოებაში ახალ კრიზისების გაჩენას შეუწყოს ხელი. სამან ისლამური სამყარო და დასავლეთი არ გაერთიანდება, მსოფლიო მშვიდობის დამყარება და ერთად თანაცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია.

ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში თურქეთის მიმართ მტრული განწყობა მემარჯვენე ამომრჩევლების მიმართ ხმების მოსაპოვებლად შიდა პოლიტიკის საგანიც გახდა. მაგრამ, ამ ყველაფერმა შეიძლება სამომავლოდ სავალალო შედეგები  მოიტანოს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, ერდოღანის საწინააღმდეგო პოლიტიკა, იქ მცხოვრებ მილიონობით თურქის ცხოვრებასაც  ერთგვარ რისკის წინაშე აყენებს. თურქეთი დღეს, 1963 წლის თურქეთი ნამდვილად არ არის, მას შემდეგ, როგორც მოსახლეობა, ასევე ეროვნული შემოსავალი ერთ სულ პირზე საგრძნობლად გაიზარდა. 

მეორეს მხრივ ევროპაც იგივე ევროპა არ არის რაც იგი 2000-იან წლებში იყო. დღეისათვის ევროპაში, ნეო-ნაცისტურმა რადიკალიზმმა, პოპულიზმმა, მუსლიმანების და ემიგრანტების მიმართ ზიზღით ჩადენილმა დანაშაულებმა საგრძნობლად იმატა.

თურქეთში მიმდინარე წლის, აპრილის თვეში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის ჩათვლით ევროპის ქვეყნების ლიდერებს, მხარეებს შორის კეთილი ურთიერთობის დასამყარებლად შეხვდა. ერდოღანმა ეს ნაბიჯი მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ და ტერ ორგანიზაციებიდან  PKK-ს და FETÖ-ს უჭერდნენ მხარს, მაინც გადადგა.  რეფერენდუმის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი კიდევ ერთხელ მტკიცედ დააფიქსირა. მაგრამ, ევროპის ქვეყნებში მოღვაწე რადიკალმა მემარჯვენეებმა ამ პროცესს ხელი შეუშალეს. 

გერმანიაში გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნების წინ თურქეთის და ერდოღანის მიმართ ზიზღმა კიდევ ერთხელ იჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ  გერმანიის  პარტიები  წინასაარჩევნოდ ხშირად გამოდიოდნენ თურქეთის და ერდოღანის საწინააღმდეგო განცხადებებით, არჩევნების შედეგებმა ამ პოლიტიკის სიმცდარე კიდევ ერთხელ ნათელჰყო. განსაკუთრებით აღმოსავლეთ გერმანიში მემარჯვენე და მემარცხენე რადიკალურმა პარტიებმა ცენტრალურ პარტიებთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს.

თურქეთი,  ევროკავშირის წევრობას პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით უყურებს. თურქეთი, ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგრამ, თურქეთის მიმართ განხორციელებული ორმაგი სტანდარტი, დაშინების პოლიტიკა და მტრული განწყობა ნამდვილად მიუღებელია.

თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოსწორდეს, თუ ევროპელი ლიდერები მიხვდებიან და აღიარებენ, რომ ეს ურთიერთობები უთანასწორობისა და უსამართლობის საფუძველზე ვეღარ გაგრძელდება. გარდა ამისა ისინი მზად უნდა იყვნენ თურქი ხალხის დემოკრატიული ფასეულობების  და მათი მხრიდან არჩეული ლიდერების პატივისცემისათვის, ხოლო ამის პარალელურად ბრიუსელმა თურქეთი თანასწორ პარტნიორად უნდა აღიაროს.

ეს ეხება ასევე თურქეთ-ევროკავშირს შორის ხელმოწერილ  საემიგრაციო შეთანხმებას და შენგენის ზონაში თურქი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის საკითხსაც,  რასაც მრავალი წელია რაც ანკარა ცდილობს მიაღებინოს ბრიუსელს. როცა ევროკავშირი თურქეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, მას მცირე ტექნიკურ ხარვეზად თვლიან, ხოლო როცა იმავეს თურქეთი აკეთებს, ვაი-უშველებელს იწყებენ და მას დაპირებების განუხორციელებლობაში სდებენ ბრალს.

ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და სოლიდარობაზე დამყარებული თურქეთ-ევროპის ურთიერთობები ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს.  თუმცა, ეს  ურთიერთობა ცალმხრივი არ უნდა იყოს და მტკიცების ტვირთი მხოლოდ თურქეთის მხარზე არ უნდა გადაიკიდოს.  თუ ევროპა თურქეთს ან სხვა ქვეყანას რაიმე მიზეზით ზურგს შეუბრუნებს, მაშინ, ამ ქვეყნებს ბუნებრივია უფლება აქვთ სხვა ალტერნატივებს გადახედონ და მხოლოდ დასავლეთის კი არა, თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ.

ასე რომ, ევროპელებმა უნდა გაითვალისწინონ 21-ე საუკუნის რეალობები, რომელიც მომავალში მხოლოდ მათი ინტერესების საზიანოდ არის და ყველანაირი ერთობლივი მცდელობა გამოიჩინონ, რათა უარყოფითი ევრო-ატლანტიკური მემკვიდრეობიდან გამოვიდნენ რა, მასზე დაყრდნობით გაითვალისწინონ თურქეთის შეშფოთება მისი უსაფრთხოებისადმი და უზრუნველყონ მისი ინტერესებიც.

მოკლედ, თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების „გადატვირთვისგან“ თავის დაღწევა და მათ კონტაქტებში ახალი კლიმატის შექმნა მხოლოდ  იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროპაში ორმაგი სტანდარტებისა და პოლიტიკური ფეხით თრევის მაგივრად  ისეთი ღირებულებები დაისადგურებს, როგორებიცაა სამართლიანობა, თანასწორობა, ნდობა და ურთიერთპატივისცემა, წერს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.   

 


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ევროკავშრი , #ურთიერთობა

მსგავსი ინფორმაციები