ანკარამ აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხი გასცა

“ფეტოს წევრობის ბრალდებით დაკავებულს იმუნიტეტი არ გააჩნია“

821502
ანკარამ აშშ-ს საელჩოს განცხადებას პასუხი გასცა

თურქმა სამართალდამცავებმა ფეტოს წევრობის და ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ აშშ-ს სტამბოლის საელჩოს თანამშრომელი  მ.თ. დააკავეს, რასაც წერილობითი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის საელჩო.

ამასთან დაკავშირებით  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერმა ჰუსეინ მუფტუოღლუმ საპასუხო წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ  ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირი არ არის რეგისტრირებული აშშ-ს სტამბოლის საკონსულო პერსონალის ოფიციალურ სიაში და არც დიპლომატიური ან საკონსულო იმუნიტეტით სარგებლობს.

სტამბოლის რესპუბლიკურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ  აშშ-ს სტამბოლის საკონსულოს შტატგარეშე თანამშრომელი აქტიურ კონტაქტში იმყოფებოდა ფეტოს ტერ ორგანიზაციის წევრებთან და ბრალდება წაეყენა კონსტიტუციური წესრიგის სამხედრო გზით დამხობის, ჯაშუშობის და თურქეთის ლეგიტიმური მთავრობის დამხობის მცდელობებში.  

აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ დღევანდელ წერილობით განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ დაკავებული მ.თ. იყო სტამბოლში აშშ-ს საკონსულოს ადგილობრივი თანამშრომელი.



მსგავსი ინფორმაციები