ერდოღანმა და პუტინმა ერთობლივი პრეს კონფერენცია ჩაატარეს

“ორი ქვეყნის პოზიციები სირიისა და ერაყის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დაემთხვა“

816579
ერდოღანმა და პუტინმა ერთობლივი პრეს კონფერენცია ჩაატარეს

ანკარაში სამუშაო ვიზით მყოფი ვლადიმერ პუტინი ჯერ მისმა თურქმა კოლეგამ, რ.თ. ერდოღანმა მიიღო, შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრაც გაიმართა, რის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ერდოღანმა აღნიშნა, რომ განიხილეს რეგიონალური  და ორმხრივი ურთიერთობები, რომელთა მთავარ ხერხემალს ვაჭრობა და ტურიზმი წარმოადგენს და ამ ორივე სფეროში საკმარის წარმატებას მიაღწიეს, ხოლო რაც შეეხება ისეთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორებიც არის თურქული ნაკადი და აქკუის ბირთვული სადგურის მშენებლობები, მცირედი დაბრკოლებების მიუხედავად მათი განხორციელებაც სწრაფად დაიწყება.

“ორი ქვეყნის პოზიციები ემთხვევა სირიისა და ერაყის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩამტარებელმა  ჩრდილოეთ ერაყის ქურთულმა ავტონომიამ უფრო დიდი შეცდომა არ დაუშვას, რამეთუ, არავის არ აქვს უფლება ეს რეგიონი ახალი ცეცხლის ალში გაახვიოს“, განაცხადა თურქმა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ სირიის და დეესკალაციის საკითხებში გააგრძელებენ რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას.

პუტინის განცხადებით შეხვედრამ გულწრფელ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა რა, სირიის საკითხის განხილვისას  დეესკალაციის ზონებში არსებულ სირთულეებზე და მათი მოგვარების გზებზეც გაამახვილეს ყურადღება.

“დეესკალაციის ზონის შექმნის ინიციატივა ბატონმა ერდოღანმა მაისში, ჩვენი სოჭში პირისპირი შეხვედრის დროს წამოაყენა, თუმცა მისი ცხოვრებაში გატარებაც არც თუ იოლი აღმოჩნდა და გარანტიორმა ქვეყნებმაც დიდი ჯაფა დავხარჯეთ მისი აღსრულებისათვის. ამ ჩვენმა ჯაფამ დადებითი ნაყოფი გამოიღო და დეესკალაციის საკითხში მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ. ამას კი ჩემი მეგობარი ერდოღანის დიდი მცდელობით და ნებით მივაღწიეთ“, განაცხადა პუტინმა.

მანვე სრული მხარდაჭერა აღუთქვა რეგიონში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლას, ხოლო ქურთების დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე საუბრისას თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას.

“ორ ქვეყანას შორის მიმდინარე წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა და მის პარალელურად რუსი ტურისტების რაოდენობა 11 ჯერ გაიზარდა რა, 2,5 მილიონს გადააჭარბა“, ხაზი გაუსვა რუსმა ლიდერმა



მსგავსი ინფორმაციები