ილდირიმის ბოლო გაფთრხილება მესუდ ბარზანის

ილდირიმის ბოლო გაფთრხილება მესუდ ბარზანის

812171
ილდირიმის ბოლო გაფთრხილება მესუდ ბარზანის

თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს,  ერაყში, ქურთული რეგიონალური მმართველობის ლიდერს, მესუდ ბარზანის, რომელიც 25 სექტემბერს რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ბოლო გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, რომ სანამ დროა ამ დაჟინებას თავი დაანებოს. „ნათლად მინდა განვაცხადო.  აღნიშნული რეფერენდუმის გადაწყვეტილება და ჩატარება თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. თურქეთი კი მისი უსაფრთხოების დასაცავად საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმების ფარგლებში რაც საჭიროა ყველაფერს გააკეთებს. კირკუკის ამ საკითხში ჩართვა კი მართლაც და სამწუხაროა, რადგან მისი მოსახლეობის 70% თურქმენები არიან. დაგეგმილი რეფერენდუმი კი როგორც იქ მცხოვრები სხვა ხალხებისთვის ასევე ქურთებისთვისაც საზიანოა,“ განაცხადა თურქეთის პრემიერმინისტრმა.



მსგავსი ინფორმაციები