ერდოღანი ნიუ ორკშია

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა გაეროს რესტრუქტურიზაცია

809560
ერდოღანი ნიუ ორკშია

ნიუ ორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა აქ მონაწილეობა მიიღო “თურქული სახლის“ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში, რომელიც პირდაპირ გაეროს შტაბ-ბინის წინ მდებარეობს და აქ გამოსულ სიტყვაში თქვა, რომ სტამბოლი თავისუფლად შეიძლება გახდეს გაეროს ერთ ერთი მთავარი და აქტიური ცენტრთაგანი.

მისივე თქმით რეფორმების წყალობით გაერო შეიძლება უფრო მოქმედ ორგანიზაციად გადაიქცეს. 

“გაერომ ფეხი უნდა აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე ცვალებად პირობებს და ამისათვის აუცილებელია რეფორმები. ასე მაგალითად, გაეროს წლევანდელი წლის დღის წესრიგში დგას რეფორმები, მაგრამ, ეს რეფორმებიც არ პასუხობენ თანამედროვე მოთხოვნებს. აქ მთავარია ცვლილებები განხორციელდეს გაეროს სტრუქტურებშიც და წესდებაშიც. თუ ასეთი რეფორმები არ გატარდება, მაშინ, გაერო ვერ გახდება ჯანსაღი ორგანიზაცია და ვერც ეფექტურად იმუშავებს“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები