თურქეთის მასშტაბით მრავალი არალეგალი უცხოელი დააკავეს

თურქეთის მასშტაბით მრავალი არალეგალი უცხოელი დააკავეს

804963
თურქეთის მასშტაბით მრავალი  არალეგალი უცხოელი დააკავეს

ეგეოსის ზღვაში, არალეგალური გზით საბერძნეთში გადასვლის მსურველი 46 სირიის მოქალაქე დააკავეს. ეგეოსის ზღვის სანაპიროს დაცვის სამსახურებში შესული შეტყობინების შედეგად იმის თაობაზე, რომ იზმირის, ჩეშმეს რაიონიდან საბერძნეთის კუნძულ, ლესბოსზე გასაბერი ნავებით  გადასვლის მსურველები იყვნენ, სპეცოპერაცია განახორციელეს. ოპერაციის შედეგად დაკავებულ არალეგალებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. სირიელი არალეგალები შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განსახორციელებლად რეგიონის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.   სანაპიროს დაცვის სამსახურებმა ოპერაციის დროს ასევე არალეგალური გზით საბერძნეთში გადასვლის მსურველებზე ხელშეწყობაში ბრალდებულებიც დააკავა.

მეორეს მხრივ ქალაქ,  ბოლუში ერთი ავტობუსის გაჩერების შედეგად პაკისტანელი, სომალელი, მიანმარელი და ბანგლადეშელი 121 არალეგალი დააკავეს. ავტობუსი სტამბოლის მიმართულებით მიდიოდა. დაკავებულ 121  არალეგალს შორის 26 ბავშვი, ხოლო ხუთი ქალია.



მსგავსი ინფორმაციები