ერდოღანის მესიჯი

დღეს 30 აგვისტო, განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 95-ე წლისთავია

798620
ერდოღანის მესიჯი

დღეს 30 აგვისტო, განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების 95-ე წლისთავია. პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გავრცელებულ მესიჯში გამოკვეთა, რომ თურქ ერს, ჩრკთ-ის თურქ მოქალაქეებს კარგად ესმით რას ნიშნავს დიდი გამარჯვების 95-ე წლისთავი.

ერდოღანმა, თურქეთის და მსოფლიოს ოთხივ კუთხეში მცხოვრებ თურქ მოქალაქეებს მიულოცა 30 აგვისტო, განმანთავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვების დღე. მადლობა მოახსენა ყველას, ვინც გაიზიარა მათთან ერთად ეს სასიხარულო დღე. შემდეგ კი, დაამატა:-1919 წელს, სამსუნიდან, გაზი მუსტაფა ქემალის ლიდერობით დაწყებული, ყველანაირი სიღარიბის, გაჭირვების მიუხედავად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვებით, თურქმა ერმა ამცნო მსოფლიოს რას ნიშნავს სიცოცხლეზე ძვირფას მშობლიურ მიწაზე დამოუკიდებელი ცხოვრების ნებისყოფა. გამარჯვებამ, პოლიტიკური და სოციალური შედეგებით მიმართულება მისცა ისტორიას. შთაგონება მისცა იმპერიალისტების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წარმმართავ რიგ დაჩაგრულ ხალხებს. თურქეთი, 95 წლის წინანდელი იმავე გადაწყვეტილებით დღესაც განაგრძობს ეკონომიკური, და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული მუქარების,  თავდასხმების და საბოტაჟების აღმოფხვრას. ფეტოს პარალელური სტრუქტურის (FETÖ/PDY), DEAŞ, PKK, PYD მსგავსი ხელსისხლიანი ტერ-ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას წარმართავს სამართლიანობა, დემოკრატიის პრინციპების გათვალისწინებით და ეს არის თურქეთის მგრძნობიარობის ყველაზე ნათელი მაგალითი.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს, ამ ბრძოლით თავისი წვლილი შეაქვს, როგორც თავისი მოქალაქეების და მსოფლიო ხალხების, ისე გლობალურ უსაფრთხოების დაცვაში.

 თურქეთი შემდგომშიც გააგრძელებს მის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის ადგილზევე განეიტრალებას. ამ ძნელბედობის პერიოდში კი, მათთვის მნიშვნელოვნად ითვლება გაერთიანება პრინციპის გარეშემო:-„ერთი ერი, ერთი დროშა და ერთი სახელმწიფო“. ერთობა, თანასწორობა, მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერა.

ძვირფასმა ხალხმა, 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს გამოჩენილი გმირული შემართებით, როცა პირისპირ აღმოჩნდა არჩევანის წინ:-ან დამოუკიდებლობა ან სიკვდილი, გამოავლინა და თვალნათლივ დაანახვა მსოფლიოს რის გაკეთება შეუძლია. იმ ღამეს დაიღუპა 250 თურქი მოქალაქე, დაიჭრა 2.193 ადამიანი, ასე მოახერხა თურქმა ხალხმა პუტჩისტებისთვის დაბრკოლების შექმნა.

კიდევ ერთხელ გამოავლინა სამშობლოს, დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისყოფა.  ამ ნებისყოფით შესძლო თურქმა ხალხმა  ჩანაკკალის დაცვა, განმანთავისუფლებელ ომში გამარჯვება და ბოლოს კი 15 ივლისის ღამეს მომხდარი ინციდენტის დაძლევა. ამ ნებისყოფით გახდა ნათელი, რომ, თურქეთს გააჩნია ყველანაირი სიძნელის დასაძლევად ძალა და უნარი. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის და ტერ-აქტების მსგავსი საფრთხეების მიუხედავად, უკანასკნელ ერთ წელიწადში, თურქეთის ეკონომიკაში, ინვესტიციებში და დემოკრატიის წინსვლაში მოპოვებული წარმატებები, ამის აშკარა გამოხატულებაა. „ამრიგად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და პატივით მოვიხსენიებ თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელს, განმანთავისუფლებელი ბრძოლის მთავარსარდალს გაზი მუსტაფა ქემალს და მის მეგობრებს. ცხონდეს მათი სული ყველას ვულოცავ 30 ივლისს გამარჯვების დღეს“ ასე დაასრულა მესიჯი პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები