ჩავუშოღლუმ ერაყში ვიზიტი შეაფასა

ჩავუშოღლუმ ერაყში ვიზიტი შეაფასა

795611
ჩავუშოღლუმ ერაყში ვიზიტი შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  ერაყის ქურთული რეგიონული ხელისუფლების ლიდერ მესუდ ბარზანისთან  ერბილში შეხვედრა გამართა. ჩავუშოღლუმ შეხვედრის შემდეგ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაღდადში პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ერბილში ბარზანისთან გამართული შეხვედრების დროს ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის და დღის წესრიგში მყოფი, რეფერენდუმის შესახებ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართეს რა, მან თურქეთის ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება მტკიცედ დააფიქსირა.  თურქმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი, ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას და ქურთი ხალხის უფლებებს ყოველთვის დაიცავს.  „ჩვენ, ამ რეგიონის მშვიდობა გვსურს. ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას ვუჭერთ მხარს. ქურთული რეგიონის და ქურთი ხალხის უფლებებს ყოველთვის დავიცავთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება არასწორი ნაბიჯი იქნება და ეს მოპასუხე მხარესაც მტკიცედ ვაუწყეთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.  მან  მიცემულ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ბარზანისთან  შეხვედრის დროს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებიც განიხილეს. „როგორც დეაში, ასევე პკკ მხოლოდ ჩვენი მტერი არ არის, არამედ ყველას მტერია. ისინი ასევე ქურთული რეგიონის მტრებიც არიან. ტერორისტების მიზანი პირველ რიგში ქურთული რეგიონია და შემდეგ თურქეთი. ამიტომ, ამ ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო,“ აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  



მსგავსი ინფორმაციები