ბოლო ერთი კვირის ოპერაციების შდეგად 27 ტერორისტი გაანეიტრალეს

31 ივლისიდან 7 აგვისტომდე ტერორგანიზაციების წინააღმდეგ 1518 ოპერაცია ჩატარდა

784990
ბოლო ერთი კვირის ოპერაციების შდეგად 27 ტერორისტი გაანეიტრალეს

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 1 კვირის მანძილზე ჩატარებული ოპერაციების შედეგად ტერორგანიზაციებისათვის დახმარების გამწევი 150 ადამიანი დააკავეს და 27 ტერორისტი გაანეიტრალეს.  

სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 31 ივლისიდან 7 აგვისტომდე ტერორგანიზაციების წინააღმდეგ 1518 ოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც DEAŞ-თან დაკავშირებული 74, FETÖ-სტან კავშირში მყოფი 448, მემარცხენე ტეროგანიზაციასთან დაკავშირებული 18 ადამიანი დააკავეს, 27 ტერორისტი კი გაანეიტრალეს.

დაკავებული იქნა 3358 ადამიანი, რომელთაგანაც 690 ტერორისტულ, 157 კიბერ დანაშაულში, 2 ათას 511 ნარკო და კონტრაბანდულ დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.  



მსგავსი ინფორმაციები