ქალინი პოლიტიკურ პროგრამაში გამოვიდა

“ყველა დაჯგუფება თავისი ინტერესებისათვის იბრძვის“

781344
ქალინი პოლიტიკურ პროგრამაში გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა წუხელ მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი ტელეარხის პოლიტიკურ პროგრამაში და შეეხო რა სირიაში და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს, თქვა, რომ ზოგიერთი წრეები DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლას, კამუფლაჟის სახით იყენებენ თავიანთი რეგიონალური ინტერესების განსახორციელებლად.

“თუ გადავხედავთ სირიაში მიმდინარე ომის 6 წლიან წარსულს, დავინახავთ, რომ კონიუნქტურული მოქმედებები უკვე ჩვეულებრივ, რუტინულ ქმედებებში გადაიზარდა და ყველა დაჯგუფება, რომელიც ვითომც და ტერორისტებს ებრძვის, სინამდვილეში თავისი კერძო ინტერესების გასატარებლად მოქმედებს“, განაცხადა ქალინმა და იქვე მიუღებელი უწოდა აშშ-ს ბრალდებას, თითქოს და თურქეთს კავშირები ჰქონდეს იდლიბში მოქმედ ტერორისტებთან.

მისივე აზრით, როგორც კი ახლო აღმოსავლეთში საქმეები აირევა, იმწამსვე ცდილობენ განტევების ვაცის პოვნას და რატომღაც ყოველთვის თურქეთი გამოჰყავთ ამ განტევების ვაცად, თუმცა, შემდეგ რწმუნდებიან, რომ სწორედ მხოლოდ თურქეთი ებრძვის ტერორისტებს ღიად და პირდაპირ, როცა სხვა ქვეყნები აქ საკუთარ ინტერესებს ახორციელებენ



მსგავსი ინფორმაციები