თურქეთმა მაკგურკის განცხადება გააპროტესტა

თურქეთმა, აშშ-ის DEAŞ-თან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენლის ბრეტ მაკგურკის თურქეთის მიმართ გაკეთებული განცხადება გააპროტესტა

780544
თურქეთმა მაკგურკის განცხადება გააპროტესტა

თურქეთმა, აშშ-ის DEAŞ-თან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენლის ბრეტ მაკგურკის თურქეთის მიმართ გაკეთებული განცხადება გააპროტესტა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელჩმა ჰუსეინ მუფთუოღლუმ მაკგურკის მიერ გაკეთებულ სირიის ქალაქ იდლიბში ტერორგანიზაციების არსებობასთან თურქეთის დამაკავშირებელ შეფასებებზე მწვავე რეაქცია გამოხატა და აღნიშნა, რომ „აპროტესტებენ პროვოკაციულ გამონათქვამებს.“

პრესსპიკერმა მუფთუოღლუმ მაკგურკის ერთ-ერთ ანალიტიკურ ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას გამოყენებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა:

„აშშ-ის DEAŞ-თან ბრძოლის სპეციალური წარმომადგენლის ბრეტ მაკგურკის, სირიის ქალაქ იდლიბში ტერორგანიზაციების არსებობასთან თურქეთის დამაკავშირებელი შეფასებები,  რომლებიც შესაძლებელია პროვოკაციულად შევაფასოთ, გაპროტესტებულია... დამატებით, ტერორგანიზაციების სირიასა და ერაყში თავშეფარების მთავარი მიზეზების მოსპობა მხოლოდ დაინტერესებული სექტორების სიტყვასა და საქმეს შორის განსხვავების არ არსებობის გზით იქნება შესაძლებელი, სირიაში ტერორგანიზია PYD/YPG-სთვის რა მიზნითაც არ უნდა იყოს მხარის არ დაჭერის კუთხით ჩვენი მოთხოვნა შეხსენებული იქნა.“

მუფთუოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი აღნიშნული პიროვნების ამ თემასთან დაკავშირებით რეაქციას ვაშინგტონში თურქეთის საელჩო ამერიკის სათანადო ორგანოებში კიდევ გამოხატავს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები