პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთში ჩავიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთში ჩავიდა

776035
პრეზიდენტი ერდოღანი საუდის არაბეთში ჩავიდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც მეფე სალმან ბინ აბდულაზიზს შეხვდა.

ლიდერებმა ქალაქ ჯიდაში მდებარე სელამის სასახლეში გამართული სადილის შემდეგ პრესისათვის დახურული დელეგაციათა შორის შეხვედრა გამართეს.

ერდოღანი ასევე შეხვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სელმანს.

შეხვედრების შემდეგ ერდოღანი საუდის არაბეთიდან ქუვეითში გაემგზავრა.


საკვანძო სიტყვები: #თრქეთი , #საუდის არაბეთი

მსგავსი ინფორმაციები