რეინას ტერაქტის კიდევ 1 ეჭვმიტანილი დაკავებულია

ასპაროვი დანიაში დააკავეს

774071
რეინას ტერაქტის კიდევ 1 ეჭვმიტანილი დაკავებულია

31 დეკემბერს, სტამბოლის რეინას ღამის კლუბში განმხორციელებელი ტერაქტის კიდევ 1 ეჭვმიტანილი, იბრაჰიმჟონ ასპაროვი, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა, დანიაში დააკავეს და ადგილობრივმა სასამართლომ წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, მას 4 კვირიანი პატიმრობის დადგენილება გამოუტანა.

მიღებული ცნობებით იგი დაკავებულ იქნა ანკარის თხოვნის საფუძველზე.

როგორც ცნობილია რეინას ტერაქტის უშუალო განმხორციელებელი, DAEŞ-ის წევრი აბდულკადირ მაშარიფოვი თურქეთში დააკავეს, ხოლო დანიაში დაკავებულ ეჭვმიტანილ ასპაროვს ბრალი ედება მაშარიპოვის იარაღით უზრუნველყოფაში.

რეინას ტერაქტს 39 კაცი ემსხვერპლა



მსგავსი ინფორმაციები