საგანგებო მდგომარეობა შეიძლება კვლავ გაგრძელდეს

შესაბამისი წინადადება ეუს-ს წარედგინება

770818
საგანგებო მდგომარეობა შეიძლება კვლავ გაგრძელდეს

როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, 19 ივლისს საგანგებო მდგომარეობას სამთვიანი ვადა უთავდება და ამიტომ მინისტრთა კაბინეტი მისი კიდევ 3 თვით გაგრძელების წინადადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგენს.

მანვე აშშ-ს და ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში გასული წლის 15 ივლისს ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს მხრიდან განხორციელებული პუტჩის მცდელობის წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებების აკრძალვას მიუღებელი უწოდა. “ესენი ერთის მხრივ თავს დემოკრატიის და თავისუფლებების ქვეყნებად აცხადებენ, მეორეს მხრივ თურქეთს ამ ღირებულებების მხრივ აკრიტიკებენ, ხოლო მესამეს მხრივ პუტჩისტების მუხანათური მცდელობის, რომელიც მიზნად ისახავდა ერთი ქვეყნის მომავლის განადგურებას,  გამკრიტიკებელი ღონისძიებების ჩატარებას მათ ქვეყნებში კრძალავენ, აი სწორედ ეს არის მათი სრულიად არაგულწრფელობა“, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა: “პუტჩის დღეს ჩვენ ვამბობდით, მოვკვდებით, მაგრამ, არ დავნებდებით, ან ისინი ჩვენ აგვიყვანენ, ან  ჩვენ მათ. აი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად. ეს პუტჩი შეიძლება წარმატებულად დასრულებულიყო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენ აგვიყვანდნენ. პირდაპირ ვაცხადებ, აი ასეთი კატეგორიულები ვიყავით პუტჩის ღამეს“   



მსგავსი ინფორმაციები