ერდოღანი უცხოელ ინვესტორებს შეხვდა

“საგანგებო მდგომარეობა FETÖ-ს სრულ განადგურებამდის გააგრძელდება“

769500
ერდოღანი უცხოელ ინვესტორებს შეხვდა

ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა უცხოელი ინვესტორების წინაშე და თქვა, რომ საგანგებო მდგომარეობას, 15 ივლისს პუტჩის მცდელობის  განმხორციელებელ ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს სრულ განადგურებამდის გააგრძელებენ.

მისივე თქმით, პუტჩისტებმა ამ მცდელობით არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატია, თავისუფლება და სამართალი ამოიღეს მიზანში, არამედ ეკონომიკაც, თუმცა, მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეკონომიკამ კვლავ განვითარება დაიწყო. საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას ერდოღანმა თქვა: “მისი გაუქმება-გაგრძელების საკითხი ჩვენი გადასაწყვეტია და არა დასავლეთის.  ერთ მხარეს თურქეთი დგას თავისი 80 მილიონიანი მოსახლეობით და 780 ათასი კვ კმ-ის ფართობით, ხოლო მეორე მხარეზე კი ერთ შარლატანს დამორჩილებული ორგანიზაცია და მისი მხარდამჭერები. არჩევანიც სწორედ ამ ორს შორის მოხდება. ასე რომ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არც თუ ისე შორეულ მომავალშიც შეიძლება მოხდეს“.

იგი შეეხო ჰამბურგში ჩატარებულ დიდ ოციანთა ხმაურიან სამიტსაც და თქვა, რომ ქალაქის წესრიგს და უსაფრთხოებას 10 ათასობით პოლიციელი იცავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ქალაქი მთელი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც იწვოდა.

“ორი წლის წინ ჩვენ ანტალიაში ვუმასპინძლეთ დიდ ოციანთა სამიტს, მაგრამ, ერთი უბრალო ხმაურიც კი არ ყოფილა, ამიტომაც ჰამბურგში ყველა ლიდერი აქებდა ანტალიის სამიტს“, განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით ჰამბურგის სამიტის ფარგლებში მას თურქულ დიასპორასთან შეხვედრა უნდოდა, მაგრამ, გერმანიის ხელისუფლებამ ამის ნება არ დართო.

“სად წავიდა თქვენი თავისუფლება?. თქვენ მოდით თურქეთში და სადაც გინდათ იქ ჩაატარეთ შეკრებები, ჩვენ ამის ნებართვას მოგცემთ. ჰოლანდია, ბელგია და სხვა ქვეყნებიც გერმანიასავით მოიქცნენ და ჩვენს მინისტრებს აუკრძალეს დიასპორასთან შეხვედრა, რადგან, მათ ეშინიათ სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების, ხოლო ჩვენ კი არ გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ვენდობით ჩვენს აზრებს“, აღნიშნა ერდოღანმა

 



მსგავსი ინფორმაციები