თურქი პრემიერის ვიზიტი საბერძნეთში გრძელდება

იგი აქ თრაკიელ თურქებსაც შეხვდა

755946
თურქი პრემიერის ვიზიტი  საბერძნეთში გრძელდება

საბერძნეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი თურქების კომპაქტურად დასახლებულ გუმულჯინეს რაიონის სოფელ ქურჯალიში 5 ათასი კაცის მონაწილეობით გამართულ სამარხვო ვახშამს, იფთარს შეუერთდა და სიტყვით მიმართა რა თრაკიელ თურქებს, თქვა, რომ საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეების ჭირი და ლხინი, თურქეთის ლხინი და ჭირიც არის.

“საბერძნეთი და თურქეთი, უახლოესი მეზობელი ქვეყნები არიან, ამიტომაც ერთმანეთთან მრავალი გასაკეთებელი აქვთ. ჩვენს შორის ყველანაირი ურთიერთობებში კი ხიდის როლს ასრულებენ საბერძნეთში მცხოვრები თურქები. ათენსა და ანკარას შორის ამ ბოლო წლებში წარმართული დიალოგის ფარგლებში აქტიური ურთიერთთანამშრომლობა განვითარდა ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ტურიზმის სფეროებში და ჩემი ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს და გააფართოებს ყველანაირ ურთიერთობებს“, განაცხადა ილდირიმმა



მსგავსი ინფორმაციები