ილდირიმი დღეს ათენში ჩავა

ილდირიმი დღეს ათენში ჩავა

755090
ილდირიმი დღეს ათენში ჩავა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი თავისი ბერძენი კოლეგის, ალექსის ციპრასის მიწვევით სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს  საბერძნეთს ეწვევა. ილდირიმი ამ ვიზიტის ფარგლებში თავის ბერძენ კოლეგა, ალექსის ციპრასს და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსს შეხვდება. იგი  ვიზიტის ფარგლებში ასევე  თურქი უმცირესობების მცხოვრებ, დასავლეთ თრაქიის რეგიონსაც მოინახულებს და იქ მცხოვრებ თურქებთან იფთრის ვახშამზე დაესწრება. საბერძნეთში თურქეთის მხრიდან პრემიერმინისტრის დონეზე ბოლო 2,5 წელზე მეტია პირველად განხორციელებულ ამ ვიზიტის დროს, ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური საკითხები და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება განხილული. ილდირიმის ეს ვიზიტი,  მიმდინარე თვეში შვეიცარიის ქალაქ  ჟენევაში გასამართი, კვიპროსის საკითხის კონფერენციის, თურქეთის მხრიდან ხმელთა შუა ზღვაში  სეისმური კვლევების ჩატარების და ბერძნული  მხრის მხრიდან ხმელთა შუა ზღვაში ბუნებრივი აირის ძიებასთან დაკავშრებით ზოგიერთ საერთაშორისო კომპანიებთან ხელშეკრულების ცალმხრივად გაფორმების საკითხების განხილვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.  ბერძნული მედიის მიხედვით ეს ვიზიტი, მიმდინარე წლის 13 მაისს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პრეზიდენ ერდოღანსა და პრემიერ ციპრასს შორის გამართული შეხვედრის გაგრძელებაა.



მსგავსი ინფორმაციები