ერდოღანმა წუხელ საღამოს იფთარი გაუმართა სახელმწიფო პროტოკოლს

“ჩვენ ტერორის სრულ განადგურებამდის გავაგრძელებთ ოპერაციებს“

753874
ერდოღანმა წუხელ საღამოს იფთარი გაუმართა სახელმწიფო პროტოკოლს

ერდოღანმა წუხელ საღამოს საპრეზიდენტო კომპლექსში სამარხვო ვახშამი გაუმართა სახელმწიფო პროტოკოლს და აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ მათი ხელისუფლების პერიოდში თურქეთმა ძლიერი სტაბილურობა გამოიჩინა, ეკონომიკამაც უფრო სწრაფი ზრდა დაიწყო, რის გამოც თურქეთი დასავლეთის სამიზნე ქვეყნად გადაიქცა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

“ჩვენი ყველანაირი წარმატებები თვალებში ერჭობათ მოშურნეებს და ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაფერხონ ჩვენი წინსვლა და განვითარება. ამისათვის ჩვენ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში ძირეული გარდაქმნები უნდა დავიწყოთ. ყველანაირ საფრთხეს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, საკადრისი პასუხი გაეცემა და ეს კარგად ვაჩვენეთ ჩრდილოეთ სირიაში ევფრატის ფარის სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციის დროს“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ სწორი პოლიტიკით და ნაბიჯებით ჩაშალეს თურქეთის არა კეთილმოსურნეების პირველი მცდელობა, როცა ტერ ორგანიზაციების გამოყენებით შეეცადნენ თურქეთისათვის ალყის შემორტყმას, მაგრამ, ანკარამ უდიდესი დარტყმები მიაყენა რა ტერორისტებს, ცოტაღა დარჩა მათი სრულ განადგურებამდის, ამიტომაც ანტიტერორისტულ ბრძოლას როგორც DEAŞ-ის, ასევე პკკ-ას და ფეტოს წინააღმდეგაც გააგრძელებენ.

იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი 5%-იანი ზრდით დაასრულეს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დასავლეთის მხრიდან ფარულად დაწესებული ეკონომიკური ბლოკადაც გაარღვიეს და ეკონომიკის სწრაფ ზრდას ამავე ტემპით გააგრძელებენ   



მსგავსი ინფორმაციები