თურქული დელეგაცია კატარში ჩავიდა

მათი მიზანია კატარის კრიზისის მოგვარება

753008
თურქული დელეგაცია კატარში ჩავიდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ და ეკონომიკის მინისტრი ნიჰატ ზეიბექჩი არაბული ქვეყნების მხრიდან დიპლომატიურ ბლოკადაში მოქცეულ კატარში ჩავიდნენ და პირველი შეხვედრები თავიანთ კატარელ კოლეგებთან, შეიხ მუჰამმედ ბინ აბდურრაჰმან ელ სანისთან და შეიხ აჰმედ ბინ ჯასინ ალ სანისთან გამართეს, რის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო შეხვედრაც შესდგა.

თურქი დიპლომატის განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ კატარელებს და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებთან წარმოქმნილი კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისათვის ცდილობენ, ამიტომ ჩამოვიდნენ დოჰაში, რის გამოც დიდად კმაყოფილები არიან.

“კატარი ჩვენი მოძმე და მეგობარი ქვეყანაა და მისი ხალხიც ასევეა. საუკეთესო და მისაბაძი მეგობრობა სუფევს ერდოღანსა და კატარის შეიხ თემინ ალ სანის შორის. ამჟამად კატარი კრიზისშია და ერდოღანი ყველა ძალას ხმარობს, რათა პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. ამ მისიით ჩამოვედით დოჰაში და იმედი მაქვს, რომ სწორ გზას ვიპოვით“, განაცხადა ჩავუშოღლუმ დოჰაში ჩასვლისას და დაამატა, რომ არაბულ ქვეყნებს შორის განხეთქილების ნახვა არ სურთ, ამიტომაც ისინი არასწორი გზიდან უკან უნდა დაბრუნდნენ

 



მსგავსი ინფორმაციები