თურქეთმა კატარში სამ კაციანი სამხედრო დელეგაცია გააგზავნა

თურქეთმა კატარში სამ კაციანი სამხედრო დელეგაცია გააგზავნა

752219
თურქეთმა კატარში სამ კაციანი სამხედრო დელეგაცია გააგზავნა

თურქეთი, კატარის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისათვის ყველაფერს აკეთებს. ამასთან ერთად,  ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კატარში სამ კაციანი სამხედრო დელეგაცია გააგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია, თვით შეიარაღებული ძალების მიერ იქნა გავრცელებული, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყნებს შორის 2015 წლის 15 ივნისს გაფორმებული სამხედრო შეთანხმების, რომელიც სამხედრო წვრთნებს, თავდაცვის  მრეწველობის და კატარის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების განლაგებას ითვალისწინებს, ამის  ფარგლებში მოხდა. კატარში, თურქეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი შენაერთების განთავსების კანონი ქვეყნის პარლამენტში მიმდინარე წლის 7 ივნისს დამტკიცდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია: „დელეგაცია, კატარში განსალაგებელი თურქული სამხედრო შენაერთების   სადაზვერვო და კოორდინაციის სამუშაოებს ჩაატარებს.“ მეორეს მხრივ სომალიმ არაბეთის გაერთიანებულ საემიროების და საუდის არაბეთის შეთავაზება, კატართან დიპლომატიური კრიზისის შეწყვეტასთან დაკავშირებით უარჰყო. კატარის მიმართ მხარდამჭერების რიცხვში მაროკოც ჩაერთო. ისინი კატარს საკვებ პროდუქციას გაუგზავნიან. კატართან დაკავშირებით მორიგი განცხადება  გააკეთა, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ელ ჯუბეირმა, რომელმაც ვაშინგტონში აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ რექს ტილერსონთან  შეხვედრა გამართა.  იგი თავის განცხადებაში ამბობს: „კატარს ბლოკადას არ ვუყენებთ. კატარის პორტები და აეროპორტები ღიაა. ჩვენ მხოლოდ კატარის კომპანიებს ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენებას ვუკრძალავთ. სხვა ფირმებს შეუძლიათ ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენება. კატარის კომპანიებს ასევე ჩვენი საზღვაო წყლების გამოყენებაც აუკრძალეთ, ეს ბლოკადა არ არის. საჭიროების შემთხვევაში კატარს საკვებ პროდუქციას და სამედიცინო პრეპარატებს გავუგზავნით კიდეც.“



მსგავსი ინფორმაციები