ბინგოლში ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა

სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა

750613
ბინგოლში ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა

ბინგოლის დაბა გენჩში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმოებული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო დაიღუპა. შირნაქში ჯუდის მთაზე წარმოებული ოპერაციის დროს დაჭრილი ორი მცველიდან კი ერთი დაიღუპა.

დაბა გენჩის სოფელ იენიიაზის გარეუბანში ოპერაციის დროს უსაფრთხოების ძალებს და ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა რა დროსაც  ერთი ათმეთაური დაიღუპა.

რეგიონში საჰაერო ძალების მხარდაჭერით ოპერაცია ისევ გრძელდება.

შირნაქში ჯუდის მთაზე ჩატარებული ოპერაციის დროს წარმოქმნილ შეტაკებაში კი 2 სოფლის მცველი დაიჭრა, რომელთაგანაც ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


საკვანძო სიტყვები: #ბინგოლი , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები