გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

“ანკარა ჩაერევა კატარის კრიზისის მოგვარებაში“

746432
გუშინ ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

გუშინ, ანკარაში მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა, რომელზედაც ქვეყნის აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხები განიხილეს. შეკრების დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და შეფასება მისცა რა 7 არაბული სახელმწიფოს მხრიდან კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თქვა, რომ მნიშვნელოვანი კრიზისივით ჩანს, მაგრამ, რეგიონის ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან მისი უფრო გაღრმავება.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პრობლემა დიალოგის გზით მოგვარდეს. აქ ყველაზე მთავარია, რომ დიპლომატიური არხები ღიად დარჩეს და ანკარაც აქტიურ მცდელობას გამოიჩენს, რათა კატართან დიპლომატიური ურთიერთობები ღიად დარჩეს“, განაცხადა კურთულმუშმა.

მისივე თქმით პრეზიდენტი ერდოღანი, როგორც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, დღეს მრავალი ისლამური თუ დასავლური ქვეყნის ლიდერს დაუკავშირდება ტელეფონით და შეეცდება კატარის კრიზისის მოგვარებას.

ვიცეპრემიერი გერმანელი პარლამენტარების მხრიდან ინჯირლიკის სამხედრო ბაზის სტუმრობის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ ამჟამად მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ მათთვის ვიზების გაცემა და თუ ამის გამო გერმანია ამ ბაზის დატოვებას განიზრახავს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ანკარაც პატივისცემით მიუდგება ამ გადაწყვეტილებას



მსგავსი ინფორმაციები