შსს-მ ბოლო 1 კვირის ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა

ლიკვიდირებულ იქნა 30 პკკ-ას ტერორისტი

746079
შსს-მ ბოლო 1 კვირის ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ერთი კვირის ანტიტერორისტული ბრძოლის ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ამ ერთ კვირაში გაუვნებელყოფილ იქნა პკკ-ას წევრი 48 ტერორისტი, აქედან 30 მოკლულის, 18 ცოცხალი სახით, ხოლო ამ უკანასკნელთაგან 3 თვით დანებდა თურქ ჯარებს.

გარდა ამისა, პკკ-სადმი მხარდაჭერისა და მფარველობის ბრალდებით დაკავებულ იქნა 28 ეჭვმიტანილი, 50 კაცი  DEAŞ-თან კავშირის გამო, 25 მემარცხენე ტერ ორგანიზაციებთან ბრძოლის და 920 კი ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ/PDY-ს წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დააკავეს.

“ამავე პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში განადგურებულ იქნა ქურთი ტერორისტების კუთვნილი 50-მდე თავშესაფარი, ბუნკერი და გამოქვაბული, გაუვნებელყოფილ იქნა 19 ხელნაკეთი ბომბი, სამალავებში აღმოჩენილ იქნა 1302 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, 209 ხელყუმბარა, 143 იარაღი, რომლებთაგანაც 137 ავტომატია და ამასთან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დაკავებულ იქნა 2197 არალეგალი“, აღნიშნულია შსს-ს ანგარიშში



მსგავსი ინფორმაციები