აქტუალური თემის ანალიზი 23

ევროპა უფსკრულისკენ მიექანება

744755
აქტუალური თემის ანალიზი 23

                  

აღმოსავლეთ ბლოკის დაშლის შემდეგ მსოფლიო ერთპოლარული გახდა. 1945 წელს იალტაში ხელმოწერილი შეთანხმებით დიზაინირებული მსოფლიო ამჟამად სერიოზულ ჩიხშია მოქცეული.   1990 წლის 2 ივლისს სლოვენია იუგოსლავიას გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამან კი სტარტი მისცა იუგოსლავიაში შიდა ომს და იალტის შეთანხმებით დიზაინირებული მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებები დაიწყო. იუგოსლავიის ამ სამოქალაქო ომში დიდი სისხლი დაიღვარა, უფრო მეტიც, სერბეთის არმიამ ბოსნია-ჰერცოგოვინელი მუსლიმანების მიმართ გენოციდი განახორციელა რა, ეს ყველაფერი ევროპის ცენტრში და ევროპული ქვეყნების არმიების თვალწინ მოხდა. ჰოლანდიის სასამართლომ 2014 წლის ივლისში გამოტანილი განაჩენით, თავისი ქვეყნის არმიას დააკისრა პასუხისმგებლობა 10 ათასზე მეტი ბოსნია-ჰერცოგოვინელი მუსლიმანის სერბების მხრიდან მოკვლა

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის შუქურად აღიარებულმა ევროპამ თავისი კარები არ გაუღო სერბების მასიურ მკვლელობებს გაქცეული 500 ათასამდე ბოსნია-ჰერცოგოვინელი, პირიქით, ავსტრიამ, გერმანიამ და იტალიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მკაცრი სასაზღვრო ზომები მიიღეს და არ დაუშვეს რა ბოსნიელების მათ მიწებზე შესვლა, ამოსახოცად პირისპირ დაუტოვეს სერბ ყასბებს. სერბების აღვირახსნილობა მხოლოდ ნატოს ჩარევამ შეაჩერა და რომ არა მათი დაბომბვები, სერბებს ვერაფერი შეაჩერებდა. ბალკანეთში მიმდინარე ამ სამოქალაქო ომის პარალელურად, აშშ-მ ბირთვული იარაღის ქონა მოიმიზეზა რა, 1991 წელს ჯერ ერაყი და შემდეგ ავღანეთი დაიპყრო, რამაც სათავე დაუდო ტერორიზმის მასიურ გავრცელებას არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში.     

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დღეს პიკზე ასული ტერაქტების მიზეზ-შედეგში პასუხისმგებლობა მარტო ისლამს და ახლო აღმოსავლეთს არ ეკისრება, არამედ მთელი დასავლეთიც დამნაშავეა ამაში. დღეს მოქმედი ტერ ორგანიზაციებიდან არც ერთი ჯგუფი თუ არც ერთი ტერაქტი არ შეიძლება უდანაშაულოდ იქნას აღიარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გათამამებულნი უფრო უარეს სისხლს ღვრიან. მოკლედ, ათეულობით წლებია რაც ტერორი მთელი მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე დიდი უბედურება გახდა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი წლებია რაც თავის დასავლელ მოკავშირეებს და პარტნიორებს აფრთხილებს ტერორიზმის საკითხში და ეუბნებათ, რომ ტერორისტებისადმი მხარდაჭერა ერთ დღეს ბუმერანგივით დაუბრუნდებოდათ და ასეც მოხდა, ევროპის და ამერიკის მრავალ ქალაქში განხორციელდა სისხლიანი ტერაქტები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებენ, თანაც ღიად, ტერორისტებისადმი მხარდაჭერას. ამის მკაფიო მაგალითია თურქეთის წინააღმდეგ მოქმედი ტერ ორგანიზაცია  PKK-ს სირიული ფრთა PYD-YPG-დმი გაწეული სამხედრო დახმარება.

პკკ-ას მთელი მსოფლიო ტერორისტულად აღიარებს, თუმცა მისი წევრები ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დაჯირითობენ და ანკარის თხოვნის მიუხედავად მათ ექსტრადაციას არ ახდენენ. რაც შეეხება მის სირიულ სამხედრო ფრთას, თურქეთის საწინააღმდეგოდ მას ტერორისტულად არ აღიარებენ და ვითომცდა სირიაში დეაშის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება, მძიმე სამხედრო ტექნიკითაც კი ეხმარებიან. პკკ-ას წინააღმდეგ მებრძოლმა თურქეთის არმიამ მათ კუთვნილ თავშესაფრებში ჩატარებული ოპერაციების დროს უამრავი დასავლური იარაღი აღმოაჩინა, მათ შორის რაკეტები და ჭურვები, რომლებიც მათ სწორედ სირიელმა ქურთებმა გადასცეს. აი ამ კითხვებს კი სამართლიან პასუხს ვერ აძლევენ დასავლელები და კიდევ ერთხელ ავიწყდებათ, რომ ეს ბომბები ერთ დღეს ისევ მათ მოქალაქეებს მოკლავს, რადგან, ტერორისტებმა საზღვრები არ იციან.

უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც თურქეთი მარტოდ მარტო ებრძვის ტერორს, ჯერ სომხური ასალას და შემდეგ ქურთული პკკ-ას წინააღმდეგ და არც ერთ დასავლურ სახელმწიფოს, თანაც მიუხედავად იმისა, რომ თავს თურქეთის მოკავშირედ და პარტნიორად თვლიან, არავითარი დახმარება არ აღმოუჩენიათ ანტიტერორისტულ ბრძოლაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანკარა მარტოდ მარტო მიატოვეს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში   

როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის 15 ივლისს თურქეთის არმიის უმაღლეს ეშელონებში შეღწეულმა ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციის წევრებმა სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოაწყვეს, რომლის დროსაც 250 ადამიანი დაღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა და ფეტულაჰელების უმრავლესობამ დასავლეთს შეაფარა რა თავი, მათ ლამის წითელ ხალიჩებს უფენენ და ანკარის დაჟინების მიუხედავად მათ არ უბრუნებენ.  

დიახ, გერმანია დღეს 4500-მდე ტერორისტს იფარავს და ანკარამ მათი ტერორისტობის დამამტკიცებელი მრავალი მტკიცებულება მრავალჯერ გაუგზავნათ, მაგრამ, ყველა ჯერზე ბერლინმა წაიყრუა და მხოლოდ უარით გაისტუმრა თურქების თხოვნა

უკვე 20 წელია რაც ბელგიას აფარებს თავს მემარცხენე ტერორისტი ქალი ფეხრიე ერდალი, რომელმაც ცნობილი თურქი ბიზნესმენი და მეცენატი მოკლა და ბელგიაში გაიქცა და 20 წელია რაც თურქეთი მის ექსტრადაციას ითხოვს, მაგრამ, არც იქ ასამართლებენ და არც თურქეთს უბრუნებენ. გარდა ამისა, ათობით ჯარისკაცის, პოლიციელის, ქალისა და ბავშვის მკვლელი ქურთი ტერორისტი აფარებს თავს დასავლეთ ევროპას რა, ისინი ისე არიან გათამამებულნი, რომ ანტი თურქულ გამოსვლებსაც კი აწყობენ.   

ახლა აქ ლოგიკური კითხვა იბადება. დასავლეთი, რომელიც აღმოსავლეთს სდებს ბრალს ტერორიზმის წარმოშობა-გავრცელებაში, ამ ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითების მიმართ რა პასუხს გასცემს მომავალ თაობებს?

ადრე თუ მხოლოდ აღმოსავლეთში ხდებოდა ტერაქტები, ახლა დასავლეთსაც მოედო და ფაქტიურად არ დარჩა არც ერთი ევროპული სახელმწიფო, რომელშიც ტერორისტებს ათობით და ასობით სამოქალაქო პირების სისხლი არ დაეღვაროთ. მოკლედ, დედამიწაზე არ დარჩა უსაფრთხო ადგილი და სანამ მთელი მსოფლიო გლობალურ ომს არ გამოუცხადებს ტერორს, მანამდე არ შეწყდება ტერორისტული აფეთქებების და თავდასხმების ხმები

ტერორი დღეს ერთ რომელიმე რეგიონში ან კიდევ ცენტრში კი აღარ მოქმედებს, არამედ ადგილობრივი და რეგიონული ტერორის გარდა, არის ინდივიდუალური ტერორისტული ქმედებებიც, რომელთა შესახებაც ინფორმაციები ხშირად გვესმის. ვეჭვობ, რომ ეს დაავადება შეიძლება მალე მთელს მსოფლიოში გავრცელდეს, ვინაიდან, მსოფლიო ძალები სამართალს როგორც საჭიროა ისე კი არ ახორციელებენ, არამედ თავიანთი პიროვნული და პოლიტიკური მიზნების მიხედვით. მათი ასეთი ქმედება კი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ძალადობისკენ უბიძგებს. საბჭოთა რეჟიმი ასე იქცეოდა ზუსტად. ე.წ. „რევოლუციური ძალადობის“ სახელით ჩამოყალიბებული დაჯგუფებების ლეგალიზებას ცდილობდა. ასევე ხდება დღესაც, სხვადასხვა სახელწოდებებს ამოფარებული ტერ ორგანიზაციები სინამდვილეში ტერორისტული ქმედებებით არიან დაკავებულნი.

ტერორის მხრიდან მსოფლიოს ტყვედ აყვანის პერიოდში სამწუხაროდ ევროკავშირის ქვეყნები ზოგიერთ ტერ ორგანიზაციებს იფარავენ. მათ შორის არიან თურქების, ერაყელების, ირანელების ან კიდევ სირიელების მკვლელები. მაშინაც კი, როცა   თურქეთში გადატრიალების მცდელობა ხორციელდება და ასობით სამოქალაქოს მკვლელობაში მონაწილე ოფიცრებს და გენერლებს თურქეთის მოკავშირე ევროკავშირის ქვეყნები თავშესაფარს აძლევენ. გარდა ამისა, თურქეთში ნამუსიანი  ადამიანების ცხოვრების გამამწარებელი და მოსამართლის მანტიას ამოფარებულ ფეტოს ტერორისტებს დიპლომატიურ პასპორტებს აძლევენ და მათ თურქეთში ექსტრადაციაზე უარს აცხადებენ. ასე რომ,  მშვიდობიან გარემოში მცხოვრები საზოგადოების ერთი რიგითი წევრის ტერორისტულ ქმედებებში მონაწილეობა ან კიდევ დეაშთან გაწევრიანება მხოლოდ დისკრიმინაციით არ შეიძლება აიხსნას. ადამიანებში სამართლისადმი ნდობის დაკარგვამ და იმედის გაცრუებამაც შეიძლება პირი ძალადობის ზღვარზე მიიყვანოს.   სამწუხაროდ დღეისათვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ მიერ გატარებული პოლიტიკით, მათივე უბედურ დასასრულს ამზადებენ და უფსკრულისკენ მიექანებიან, წერს პოლიტოლოგი ერდალ შიმშექი

 



მსგავსი ინფორმაციები