რუსეთმა მოუხსნა თურქეთს შეზღუდვები

პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს  თურქეთის სერიული სანქციების მოხსნას.

743155
რუსეთმა მოუხსნა თურქეთს შეზღუდვები
antalya turizm.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს  თურქეთის სერიული სანქციების მოხსნას.

მისი მიხედვით, თურქი მოქალაქეებისთვის 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე დაწესებული რუსეთში მუშაობის აკრძალვა დასრულდა.

გარდა ამისა, მოეხსნება თურქული წარმოშობის კომპანიების რიგ სფეროებში მომსახურების შეზღუდვა.

ერთ-ერთ სხვა სიურპრზს წარმოადგენს რუსეთის თურქი მოქალაქეებისთვის ვიზის საკითხში ნაწილობრივი გაიოლება.  რიგი კატეგორიების თურქ მოქალაქეებს, 2015 წლის კრიზისამდელი პერიოდის მსგავსად, კვლავ შეეძლებათ რუსეთის უვიზოდ მონახულება.

ვიზის შესახებ დეტალები დაკონკრეტდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ანკარას შორის  მიმოწერის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საზღვრის დამრღვევი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორი სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ერთობლივი შეზღუდვები.

ამავე დროს, ფედერალურმა საავიაციო კომპანიამ გააუქმა ანტალიაში ფრენებისთვის ყველა შეზღუდვები.

„რუს ავიაციის“ ცნობით, ანტალიის ჩარტერული ფრენების შეჩერების მიზნით, რუსავიაციის კომპანიებისთვის გაგზავნილი გაფრთხილება უკან იქნა აღებული.

ყველა შეზღუდვები გაუქმებულ იქნა ანტალიის ფრენებისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ რუს ავიაციამ თვის დასაწყისში, ანტალიის გარდა ფრენების შესახებ გაფრთხილება უკან დაწია თურქეთის ყველა ქალაქისთვის, ანტალიის გარდა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #პუტინი , #სანქცია , #მოხსნა

მსგავსი ინფორმაციები