ჩავუშოღლი აფრიკა

გაბონი, აფრიკაში არის თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი

742984
ჩავუშოღლი აფრიკა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლიმ ოფიციალურ ვიზიტად ანკარაში მყოფ გაბონის საგარეო საქმეთა მინისტრთან პასომე მოუბელეთ ბუბეიასთან ჩატარებულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გაბონი აფრიკაში არის თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. აფრიკასთან თანამშრომლობა ყოველ დღე უფრო მტკიცდება. იზრდება კონტაქტები, ინვესტიციები, ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, თურქეთის ავიო კომპანია, აფრიკის 51 ქალაქში აწარმოებს ფრენებს. ჰუმანიტარული დახმარების დანიშნულ ადგილზე მისატანად თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტომ 16 ოფისი გააშენა.

 თურქეთს და გაბონს გააჩნიათ ურთიერთ თანადგომა. გაბონი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ტერ-ორგანიზაცია ფეტოს წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა.

ფეტოს სკოლები გადააბარა განათლების ფონდებს. დანიშნა კოორდინატორი. ახლა კი განათლების ფონდი, ტერორისტების გარეშე, წარმატებით უძღვება საგანმანათლებლო საქმიანობას. ბოუბეა შეეხო 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და აღნიშნა, რომ გაბონმა მწვავედ დაგმო პუტჩი და მიუღებელი უწოდა ყველანაირ ტერ-აქტს. გარდა ამისა, ორ სახელმწიფოს შორის მიმდინარე შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების  გაძლიერების პასუხისმგებლობა მისი და ჩავუშოღლის ხელშია. ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროა გაბონში თურქული კომპანიების მიერ უფრო მეტი ინვესტიციების დაბანდება.

ოფიციალურ რეზიდენციაში სხდომის ჩატარების წინ, ორი სახელმწიფოს მინისტრებს შორის ხელი მოეწერა საარქივო სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს.


საკვანძო სიტყვები: #აფრიკა , #გაბონი , #პრემიერი , #ვიზიტი

მსგავსი ინფორმაციები