ერდოღანი ბრიუსელში ევროპის ლიდერებს შეხვდა

განიხილეს თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები

739616
ერდოღანი ბრიუსელში ევროპის ლიდერებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით ახალ შტაბ ბინაში გამართულ სამუშაო სადილს შეუერთდა.

ნატოს ახალი შტაბ-ბინის ექსპლოატაციაში გადაცემის ცერემონიის დროს თურქ ლიდერს მოკლე ვადიანი საუბარი ჰქონდა თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან, ხოლო შემდეგ სალონში შესვლამდე ინგლისის პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან.

მანამდე კი ერდოღანმა იმ  სასტუმროში, რომელშიც რჩება, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მარკონთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რომელიც 45 წუთს გაგრძელდა. საუბარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.

თურქ ლიდერს ბრიუსელში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერობების ფარგლებში შეხვედრები ჰქონდა ასევე  ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისიის თავჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროპარლამენტის თავჯდომარე ანტონიო ტაჟანისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთანაც რა, ძირითადად თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს



მსგავსი ინფორმაციები