ილდირიმი მედვედევს შეხვდა

საუბარი დახურულ კარს მიღმა წარიმართა

736833
ილდირიმი მედვედევს შეხვდა

სტამბოლში მიმდინარე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის ფარგლებში ჩამოსულ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს პირისპირი შეხვედრა მოუწყო მისმა თურქმა კოლეგამ ბინალი ილდირიმმა.

კამერების წინ ხელის ჩამორთმევის რიტუალის დასრულების შემდგომი მათი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა, რის დასრულების შემდეგ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში დარჩენილი წინააღმდეგობების აღმოფხვრას ითვალისწინებს და დეკლარაციას თურქეთის სახელით ვიცეპრემიერმა მეჰმეტ შიმშექმა, ხოლო რუსეთის სახელით მისმა რუსმა კოლეგამ, არკადი დვორკოვიჩმა მოაწერეს ხელი.

ორ ქვეყანას შორის დარჩენილი სანქციების გაუქმების თაობაზე დადგენილება ამ ქვეყნების პრეზიდენტებმა, პუტინმა და ერდოღანმა 3 მაისს, სოჭში გამართული შეხვედრის დროს მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები