ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

ბოლო ათი დღის განმავლობაში პკკ-ს 93 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

736397
ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ათი დღის განმავლობაში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს 93 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ანტიტერორისტული ოპერაციები განსაკუთრებით ჰაქქარის, შირნაქის, სირირთის, დიარბაქირის, ბათმანის და თუნჯელის რეგიონების ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტლივ გრძელდება.  ოპერაციების შედეგად ტერორისტების კუთვნილი 71 გამოქვაბული იქნა განადგურებული და ასევე მრავალი ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო იარაღებიც იქნა ამოღებული. შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციების შედეგად ასევე 8755 მიგრანტი, რომლებიც არალეგალური გზით საზღვრის გადაკვეთას და თურქეთში შეჭრას აპირებდნენ, დაკავებულ იქნენ.



მსგავსი ინფორმაციები