თურქეთმა ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატაში მიღებული „გენოციდის გადაწყვეტილება“ დაგმო

თურქეთმა მკაცრად დაგმო „1915 წლის მოვლენების“ საკითხზე ჩეხეთის წარმომადგენელთა პალატაში 25 აპრილს მიღებული „გენოციდის გადაწყვეტილება.“

721344

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მწუხარებას გამოთქვამენ ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის „1915 წლის მოვლენების“ საკითხზე მის ქვეყანაში არსებული სომხური სათვისტომოს მიმართ წერილის გამო, რომელიც მნიშვნელოვან შეუსაბამობებს შეიცავს.

„პრეზიდენტი ზემანი წერილში ერთის მხრივ აცხადებს, რომ ისტორია პოლიტიკოსებმა არ უნდა შეაფასონ, პოლიტიკოსები ისტორიულ მოვლენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, წარსული უპირველეს ყოვლისა ისტორიკოსებმა უნდა გამოიკვლიონ და შეაფასონ, მეორეს მხრივ საკუთარი სიტყვებს ეწინააღმდეგება და 1915 წლის მოვლენების თაობაზე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.“ - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ისტორიული სიმართლისა და სამართლებრივი პრინციპების ღიად საწინააღმდეგო აღნიშნული პოლიტიკური ქმედებების თაობაზე რეაქცია“ ანკარაში ჩეხეთის ელჩს გადასცეს.    

მსგავსი ინფორმაციები