პრემიერი დადებითი ხმების მხარდამჭერებს მიესალმა

“ამით მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ გაიმარჯვა“

713980
პრემიერი დადებითი ხმების მხარდამჭერებს მიესალმა

რეფერენდუმის არაოფიციალური მონაცემების გამოცხადების კვალდაკვალ, პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შენობის წინ შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოვიდა და მიულოცა რა მათ გამარჯვება, თქვა, რომ ამით მთელმა ერმა და მთელმა ქვეყანამ გაიმარჯვა.

მანვე კმაყოფილება გამოთქვა კენჭისყრის მშვიდ და წყნარ ატმოსფეროში ჩავლის გამო და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ახალ ფურცელს გაუხსნის თურქეთის განვითარებას.

ილდირიმმა ბოლოს ერდოღანთან ერთად მადლობა გადაუხადა ყველას, ვინებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო კამპანიაში და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ცვლილებებით ქვეყნის დემოკრატია და სამართალი უფრო მყარ საძირკველს დაეფუძნება



მსგავსი ინფორმაციები