ილდირიმმა ახალი სისტემის შესახებ კითხვებს უპასუხა

ილდირიმმა ახალი სისტემის შესახებ კითხვებს უპასუხა

706820
ილდირიმმა ახალი სისტემის შესახებ კითხვებს უპასუხა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ერთ-ერთ კერძო ტელევიზიაში 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის შემდეგ ჩამოსაყალიბებელი ახალი სისტემის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი სისტემის მიხედვით, პარლამენტის მოვალეობა  კვლავ კანონების გამოცემა იქნება, ხოლო   პრეზიდენტის  კი,  პარლამენტის მიერ გამოცემული კანონების მიხედვით ქვეყნის მართვა.   ილდირიმმა ახალ სისტემასთან დაკავშრებით პრემიერმინისტრის პოსტზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ეს თანამდებობა აღარ იქნება, რაც ხელისუფლებაში ორ თავიან, ე.ი. პრეზიდენტის და პრემიერის ერთობლივ მმართველობიან სისტემას შეცვლის, რადგან, ეს სისტემა, ქვეყნის სასარგებლოდ გადასადგმელ მნიშვნელოვანი ნაბიჯების დროულად განხორციელებას აფერხებს.  პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი სისტემა კონსენსუსის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. „ამომრჩევლებს ორი არჩევანის გაკეთების უფლება ეძლევა, ანუ თვით პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც დამოუკიდებლად და ერთდროულად ირჩევს. შემდეგ კი პარლამენტს ახალი კანონმდებლობის გამოცემის მოვალეობას აკისრებს. ამომრჩეველი პარალმენტს ასევე პრეზიდენტის გაკონტროლების უფლებასაც აძლევს. ამომრჩეველი ასევე პრეზიდენტს ეუბნება, რომ მან ქვეყანა უნდა მართოს პარლამენტის მიერ გამოცემული კანონებით და მოსახლეობისთვის მიცემული სიტყვა უნდა შეასრულოს. ანუ ახალ სისტემაში ყველამ თავისი მოვალეობა კარგად იცის, როცა ამჟამინდელ სისტემაში  ეს ასე არ არის,“ განაცხადა ილდირიმმა.



მსგავსი ინფორმაციები