თურქეთმა კირკუკის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა კირკუკის გადაწყვეტილება დაგმო

705942
თურქეთმა კირკუკის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა, ერაყის კირკუკის პროვინციის საბჭოს მხრიდან  რეფერენდუმთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილება დაგმო. ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „კირკუკის პროვინციის საბჭოს მიერ გუშინ ჩატარებული კენჭისყრა, საზოგადოების წესრიგის დარღვევისკენ მიმართული  და სახიფათო გადაწყვეტილებაა. კირკუკის მთავარი მოთამაშეების, თურქმენების და არაბების დაუსწრებლობით ჩატარებულ აღნიშნულ კენჭისყრას ლეგიტიმურობა არ გააჩნია.“ გუშინ კირკუკის საბჭოში ჩატარებული კენჭისყრით, სახელმწიფო დაწესებულებებში ერაყის ქურთისტანის მთავრობის (IKBY) დროშის აღმართვის და რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რის გამოც თურქეთმა ეს ქმედება მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ: „კირკუკის მთავარი პრობლემა დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციების  წარმატებულად დასრულება და საკუთარი ტერიტორიებიდან გაქცეული ადამიანების უკან დაბრუნება და კიდევ  საზოგადოებრივი წესრიგის და მშვიდობის დამყარებაა. ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ გადადგმული სხვა კი ნაბიჯები მიუღებელია.“



მსგავსი ინფორმაციები