ჩავუშოღლუ კვიპროსის საკითხით დაინტერესდა

იგი ტელეფონით ესაუბრა აქინჩის და ეიდეს

705031
ჩავუშოღლუ კვიპროსის საკითხით დაინტერესდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სამსახურის ცნობით, ამ უწყების ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოღლუ კვიპროსის საკითხში აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას და მის ფარგლებში წუხელ ჯერ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ლიდერს მუსტაფა აქინჩის, შემდეგ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კვიპროსში ესპენ ბარტ ეიდეს დაუკავშირდა რა, ძირითადი ყურადღება კუნძულზე შექმნილ ბოლო ვითარებას დაუთმეს. ამავე ცნობით, ეს სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შესდგა, რაც კუნძულის ორივე მხარის ლიდერებს შორის ეიდეს შუამავლობით მორიგი შეხვედრა გაიმართა კუნძულის ბუფერულ ზონაში

 



მსგავსი ინფორმაციები