ვიცეპრემიერმა ბერნი გააკრიტიკა

“ერდოღანის დამცირებაზე პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება“

700846
ვიცეპრემიერმა ბერნი გააკრიტიკა

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურთულმუშმა შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, შაბათს, ქურთული ტერ ორგანიზაციების,  PKK, DHKP-C და YPG-ს ერთობლიობით ბერნში ჩატარებული მიტინგის დროს, თურქეთის პრეზიდენტის, რ.თ. ერდოღანის მიმართ გამოჩენილი უპატივისმცემლობის, სიძულვილისა და მისი დამამცირებელი ბანერის გამოქვეყნების გამო დამნაშავე პირები გამოავლინონ და ისინი საკადრისად დასაჯონ. “მართალია შვეიცარიამ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო, მაგრამ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა მხოლოდ მიტინგის ორგანიზატორებს, არამედ, მიტინგის ნებართვის გამცემებსაც, რადგან, ის, რაც მოხდა ბერნში, პირდაპირი სკანდალია თურქეთის იმ პრეზიდენტის მიმართ, რომელიც არჩეულია ხალხის მხრიდან. შვეიცარიის ხელისუფლებამ ამ მხრივ პოლიტიკური ნაბიჯებიც უნდა გადადგას, რადგან, ქურთ მომიტინგეებს მიზანში თურქეთის სახელმწიფო ლიდერი, ერდოღანი აქვთ ამოღებული, რაც ოფიციალური ანკარისათვის მიუღებელია“, განაცხადა კურთულმუშმა



მსგავსი ინფორმაციები