ნორვეგიის ელჩი სამინისტროში გამოიძახეს

ნორვეგიის ელჩი სამინისტროში გამოიძახეს

697399
ნორვეგიის ელჩი სამინისტროში გამოიძახეს

ანკარაში ნორვეგიის ელჩი ვეგარდ ელეფსენი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. მისი გამოძახების მიზეზი ნორვეგიის მხრიდან ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის  (FETÖ) წევრებისადმი თავშესაფრის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საკითხი და თურქეთის ამ საკითხთან დაკავშრებით დამოკიდებულება აუწყეს.  ნორვეგიაში ნატოს საწვრთნელ ბაზაზე მომუშავე სამხედროების თავშესაფრის მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუსეინ მუფთუოღლუმ განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „მოკავშირე ქვეყანა, რომელიც თურქეთში 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საზღვარგარეთ მოვალეობის შემსრულებელ სამხედრო პერსონალს უკან იძახებს და ისინი სამშობლოში დაბრუნების ნაცვლად იმ ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით მართავენ რა, ის ქვეყანა მათ ყოველგვარ სოციალური პირობებს უქმნის და თავშესაფარსაც აძლევს, სამწუხარო და მიუღებელი ფაქტია.“



მსგავსი ინფორმაციები