დიარბაქირში შეჰიდი გახდა 2 ჯარისკაცი

“ბოლო 1 თვის განმავლობაში ლიკვიდირებულია 72 ტერორისტი“

694739
დიარბაქირში შეჰიდი გახდა 2 ჯარისკაცი

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით, დიარბაქირის ოლქის ლიჯეს რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში შეტაკება წარმოიშვა პკკ-ას ტერორისტებთან, რომლის დროსაც შეჰიდი გახდა 2 თურქი ჯარისკაცი.

ისინი მძიმედ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ, ექიმთა დიდმა მცდელობებმაც ვერ შეუნარჩუნათ მათ სიცოცხლე.

ამავე ცნობით შეტაკებისას ლიკვიდირებულ იქნა 6 ტერორისტი, ხოლო ამის პარალელურად ძალოვანებმა ხელთ იგდეს მათი კუთვნილი 22 ავტომატური იარაღი, 5 ხელყუმბარა და ასობით სხვადასხვა კალიბრის ვაზნები.

“ბოლო 1 თვის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში წარმოებულ ოპერაციებში სულ ლიკვიდირებულ იქნა 72 ტერორისტი, 91 კი დაკავებულ იქნა, მათ შორის 2 ძებნილი საველე მეთაური“, აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები