უცხოელ მოქალაქეებს Turkuaz-ის ბარათები გაეცემათ

იგი თურქეთში უვადო ბინადრობას და მოქალაქეობას ითვალისწინებს

691973
უცხოელ მოქალაქეებს Turkuaz-ის ბარათები გაეცემათ

თურქეთის ოფიციალურ სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნდა და ამით  ძალაში შევიდა დებულება, რომელიც ე.წ. Turkuaz-ის (ფირუზი) სახელწოდების ბარათების გაცემას არეგულირებს და იგი ითვალისწინებს როგორც მაღალკვალიფიციური უცხოელი მოქალაქეების, ასევე უცხოელი ინვესტორების თურქეთში მოზიდვას.

ასეთი ბარათები უცხოელებს ჯერ სამი წლის ვადით მიეცემათ, შემდეგ უვადო გახდება და მის მფლობელებს სურვილის შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეობის მიღებაც შეეძლებათ. თურქუაზის ბარათის მიღება შეეძლებათ ქვემოთ ჩამოთვლილ უცხოელებს:     

- რომლებსაც ექნებათ უმაღლესი დონის განათლება და პროფესიული ცოდნა-გამოცდილება, ექნებათ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილი, ან იქნებიან მსგავსი კვალიფიკაციის მქონე მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მქონე სპეციალისტები,

- იქნებიან საინვესტიციო-საექსპორტო დონისა და დასაქმების შესაძლებლობის მქონე მაღალკვალიფიციური ინვესტორები,

- იქნებიან ისეთი მეცნიერ-მკვლევარები, რომლებიც ხელს უწყობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარებას, ე.ი. აქვთ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტრატეგიული კვლევები,

- საერთაშორისო წარმატებები აქვთ მოპოვებული კულტურის, ხელოვნების ან სპორტის სფეროში,

- ხელს შეუწყობენ თურქეთის ან თურქული კულტურის საერთაშორისო დონეზე აღიარებას და პოპულარიზაციას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ  თურქეთის ეროვნული ინტერესების გამთვალისწინებელ საერთაშორისო დონის ქმედებებში,

ბარათის მფლობელებისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები კი შემდეგია:
- მათ განუსაზღვრელი ვადით მუშაობის ნებართვა ექნებათ.
-  თავისუფალნი იქნებიან სამხედრო სამსახურისგან.

- ისინი ვერ ისარგებლებენ საარჩევნო უფლებებით და ვერ იმუშავებენ საჯარო სამსახურში

- მათ ისეთივე უფლებები ექნებათ ბინადრობის, მოგზაურობის, მუშაობის, სწავლის, საინვესტიციო და კომერციულ საქმიანობებში, როგორც თურქეთის მოქალაქეებს.

- სამწლიანი დროებითი ბინადრობის დასრულების შემდეგ, თუ ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით რაიმე შემაფერხებელი გარემოება არ იქნება დაფიქსირებული, მაშინ, თვით, ანდა მისი ოჯახის წევრებს, სურვილის შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეობა მიეცემათ

ამავე დებულებით, თურქეთის უნივერსიტეტებში მოსწავლე უცხოელი სტუდენტები თუ დააკმაყოფილებენ ამ პირობებს, მაშინ, სწავლის დასრულების შემდეგ მათაც შეეძლებათ Turkuaz-ის ბარათის მიღება



მსგავსი ინფორმაციები