ჩავუშოღლუ ევროპელებს შესაძლო რელიგიურ ომებზე აფრთხილებს

“ევროპა უფსკრულისკენ მიექანება“

692883
ჩავუშოღლუ ევროპელებს შესაძლო რელიგიურ ომებზე აფრთხილებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ევროპა შესაძლო რელიგიურ ომთან დაკავშირებით გააფრთხილა.

მან შეფასება მისცა რა ჰოლანდიის არჩევნების შედეგებს, თქვა: სოციალ-დემოკრატსა და ფაშისტ ვილდერსს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ყველას ერთნაირი შეხედულება აქვს.

ანტალიაში მყოფმა ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ჰოლანდიის არჩევნებში პირველ და მეორე ადგილებზე გასული პარტიები ერთმანეთთან ახლოს დგანან და არც მათ შორის აზროვნებაშია დიდი განსხვავება.

“სოციალ-დემოკრატსა და ფაშისტ ვილდერსს შორის არავითარი განსხვავება არ არის, ყველას ერთნაირი შეხედულება აქვს. სადამდე წახვალთ, ევროპა საითკენ მიგყავთ, თქვენ უკვე დაიწყეთ ევროპის დაშლა, მას უფსკრულისკენ მიაქანებთ. ამ ახლო ხანებში ევროპაში შეიძლება რელიგიური ომებიც დაიწყოს, დაიწყება კიდეც, რადგან ევროპა ამისკენ მიდის. გაშალეთ ევროპის თარიღი და წინ დაუდეთ, ერთი ბეწო სინდისი რომ ჰქონდეთ, ერთმანეთს თვალებში არ ჩახედავდნენ. ევროპელები სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები არიან და ამიტომ 100 წლიანი ომებიც კი ჰქონდათ, თუმცა ამისგან კარგი გაკვეთილი აიღეს და ბოლოს ევროკავშირი დააფუძნეს, ევროპის საბჭო შექმნეს, ამჟამად კი ამათი დაშლა დაიწყეს, ევროპა ძველ დღეებს უბრუნდება“, განაცხადა თურქმა დიპლომატმა



მსგავსი ინფორმაციები