პუტინმა ერდოღანი კრემლში მიიღო

პუტინმა ერდოღანი კრემლში მიიღო

689076
პუტინმა ერდოღანი კრემლში მიიღო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბოლო 6 თვის განმავლობაში თავის რუს კოლეგასთან მეოთხედ შესახვედრად მოსკოვში იმყოფება. ორი ქვეყნის ლიდერმა კრემლის სასახლეში შეხვედრა უკვე გამართეს. შეხვედრის დაწყებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან  აქქუიუს ბირთვული ელექტრო სადგურის და თურქული ნაკადის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ერდოღანის პუტინთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობის ჩათვლით სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები გაიმართება, რის შემდეგაც რეგიონში ორი ქვეყნის ზეგავლენა უფრო გაიზრდება.   რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „რუსეთი და თურქეთი ბოლო დროს, სირიის ჩათვლით, სხვა მრავალ საკითხში აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენმა ქვეყნებმა როგორც თავდაცვის, ასევე  სადაზვერვო სფეროში კარგი და ეფექტური ურთიერთობა დაამყარეს. ბოლო დროს რუსეთის და თურქეთის სამხედრო ურთიერთობის ამ დონეზე მიღწევას არავინ ელოდა.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის ამ დონეზე მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთ თურქეთის ურთიერთობის დარეგულირების ფარგლებში გუშინ, პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და თავისმა თურქმა კოლეგამ სატელეფონო საუბარი გამართეს რა, ორი ქვეყნის ურთიერთობის და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღეს რუსეთში ასევე რუსეთ-თურქეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრაც გაიმართება. შეხვედრის შემდეგ ერდოღანი  პუტინის საპატივსაცემოდ გასამართ ვახშამს დაესწრება. ამის შემდეგ კი მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს ხელი მოეწერება და ასევე ორი ქვეყნის ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ერდოღანს რუსეთში თურქეთის გენშტაბის უფროსი ჰულუსი აქარი და 8 მინისტრი ახლავს.



მსგავსი ინფორმაციები