ერდოღანმა TRT-ს ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტის განცხადებით, გრძელდება მუშაობა 16 აპრილის რეფერენდუმისათვის მისი გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან შესახვედრად

687763
ერდოღანმა TRT-ს ეთერით აქტუალური საკითხები შეაფასა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობას.

პრეზიდენტის განცხადებით, გრძელდება მუშაობა 16 აპრილის რეფერენდუმისათვის მისი გერმანიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან შესახვედრად.

"როგორც პრეზიდენტს, ერის სახელით, მათთან ერთი სათხოვარი მაქვს, არჩევნებზე წადით, რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგიქმნან, ხმა მაინც მიეცით, თქვენი ხმა დასავლეთისათვის, მსოფლიოსათვის საუკეთესო პასუხი იქნება... ეჭვიანობენ ჩვენს გულითად კავშირზე ჩვენს მოქალაქეებთან, რაც არ უნდა გააკეთონ ამ კავშირს ვერ გაწყვეტენ . " - განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანმა რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პრიორიტეტული საკითხი სირია იქნება და გარდა ამისა, ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს განიხილავენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმზე გასატანი საკონსტიტუციო ცვლილებით გათვალისწინებული საპრეზიდენტო სამთავრობო სისტემაში პრემიერობა უქმდება, პარლამენტის საკანონმდებლო უფლებამოსილება და კონტროლის ძალა იზრდება. მისივე თქმით, ახალი სისტემით გზა გაეხსნა პრეზიდენტის გასამართლების შესაძლებლობას და თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს არჩევნების განახლების უფლებამოსილება ეძლევა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მიზანი ხალხის სამსახურია და (რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავზე) 2023 წელში პირველი 10 მიზნის განხორციელებას ახალი სისტემის მეშვეობით შესძლებენ. 

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სისტემასთან დაკავშირებულ სტაბილურობასა და ნდობაზე ზრუნვად აღიქვამენ, მათ რეჟიმის ცვლიბება არ სურთ და ეს საქმე 1923 წელში (რესპუბლიკის გამოცხადების წელი) დასრულდა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ არსებული სისტემა თურქეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და ისინი არა თავიანთი, არამედ ქვეყნის მომავლისათვის აგებენ სისტემას.

რ.თ. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სისტემით ტერორიზმთან ბრძოლაში უფრო მეტ სერიულ შედეგებს მიიღებენ.

ფეტულაჰის ტერ-ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 16 აპრილს 15 ივლისის ანგარიშსწორების დღე იქნება.

ერდოღანმა ეკონომიკის საკითხზე კი დასძინა,  რომ ერთპარტიული მთავრობების დროინდელი სტაბილურობის შედეგად თურქეთი უცხოელი ინვესტორების უსაფრთხო ნავსაყუდელად იქცა.



მსგავსი ინფორმაციები