ერდოღანი თვითმფრინავში თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა

“ელ ბაბის შემდეგ ახლა ჯერი მუნბიჩის განთავისუფლებაზეა“

683390
ერდოღანი თვითმფრინავში თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა

პაკისტანიდან დაბრუნებისას ერდოღანი თვითმფრინავში თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა და შეეხო რა თურქი ჯარების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ 24 აგვისტოდან დაწყებულ ოპერაციას სახელწოდებით “ევფრატის ფარი“, თქვა, რომ ამ ოპერაციით თურქი ჯარები მიზნად ისახავენ ჯერ ერთი სირიიდან თურქეთზე შესაძლო თავდასხმების აღკვეთას, ხოლო მეორეს მხრივ ლტოლვილთა ნაკადების შეჩერებას.

“ჩვენი სამხედროების დახმარებით სირიის ოპოზიციურმა თავისუფალმა არმიამ სექტემბრიდან დაწყებული ქვეყნის ჩრდილოეთში დეაშელებისგან ზედიზედ გაათავისუფლა ჯერაბლუსი, რაი, დაბიკი და ბოლოს ელ ბაბი, ახლა კი გეზი მუნბიჩისაკენ აიღეს, რათა ეს არაბული დასახლება გაწმინდონ ქურთი ტერორისტებისგან, რომლებმაც არეულობისას იხელთეს და რამდენიმე თვის წინ კონტროლზე აიყვანეს ეს ქალაქი რა, ანკარის დაჟინების მიუხედავად ქურთები არ სტოვებენ მას“, აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა, რომ მუნბიჩისა და რაკკის განთავისუფლების თაობაზე ტრამპს ჯერ ჯერობით რაიმე კონკრეტული დადგენილება არ მიუღია.

მისივე თქმით, თურქეთის სურვილია რაკკის იერიში კოალიციასთან ერთად განახორციელონ და თუ რუსეთიც მოინდომებს, მაშინ, ისიც შეიძლება ჩაერთოს რაკკის დეაშელებისაგან გათავისუფლების ოპერაციაში. ერდოღანის თქმითვე მომავალ კვირას იგი მოსკოვს ეწვევა და ამ თემას უფრო დეტალურად განიხილავენ პუტინთან შეხვედრისას.

თურქი პრეზიდენტი შეეხო აშშ-ში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის კანადაში შესაძლო გაქცევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებსაც და თქვა, რომ ამის შესახებ რაიმე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კანადასაც გაუგზავნიან გულენის ბრალეულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს და ამის პარალელურად უმაღლეს დონეზეც განიხილავენ ამ საკითხს  



მსგავსი ინფორმაციები