პრემიერმა პირველი სარეფერენდუმო მიტინგი ამასიაში გამართა

“მოუქნელი საპარლამენტო სისტემა მოქნილი საპრეზიდენტო სისტემით უნდა შეიცვალოს“

682659
პრემიერმა პირველი სარეფერენდუმო მიტინგი ამასიაში გამართა

პრემიერმა ილდირიმმა 16 აპრილის საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის ფარგლებში გათვალისწინებული პროპაგანდისტული კამპანიის ფარგლებში პირველი ხალხმრავალი მიტინგი ქალაქ ამასიაში გამართა და თქვა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არა პრეზიდენტ ერდოღანის უფლებების გაფართოების მიზნით ხდება, არამედ ნაკლებ ეფექტური და მოუქნელი საპარლამენტო სისტემის უფრო ეფექტურ და მოქნილ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის, ე.ი. ქვეყნის უფრო უკეთესი მომავლის  მიზნით ხდება.

“რაოდენ სიმბოლურია, რომ მე პირველი მიტინგი საკონსტიტუციო ცვლილებების გზაზე ქალაქ ამასიაში გავმართე. მუსტაფა ქემალ ფაშა ათათურქმაც ხომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დაწყების მიზნით 1919 წელს პირველი კონგრესი სწორედ ამასიაში გამართა და პირველი გზავნილი თურქ ხალხს აქედან გაუგზავნა“, აღნიშნა ილდირიმმა და დაამატა, რომ ამასიის გზავნილით სტარტი მიეცა დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც თურქი ხალხის გამარჯვებით და თურქეთის რესპუბლიკის შექმნით დასრულდა. მისივე თქმით თურქეთის რესპუბლიკა ხალხის სისხლით და ოფლით შეიქმნა, მაგრამ, დღეს საპარლამენტო სისტემა მოუქნელი გახდა რა, მისი საპრეზიდენტო სისტემით შეცვლაა საჭირო, მაგრამ, ეს ხალხის გადასაწყვეტია.

“რასაც იტყვის ხალხი, რაც გამოვა საარჩევნო ყუთებიდან იმას შევასრულებთ, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ცვლილებას, მაშინ გადავალთ საპრეზიდენტო სისტემაზე, ხოლო თუ უარი გამოვა ყუთებიდან, მაშინ გავაგრძელებთ სვლას საპარლამენტო სისტემით, რადგან, ხალხის ნებაზე უმაღლესი ამ ქვეყნად არაფერი არის“, ხაზგასმით განაცხადა პრემიერმინისტრმა  



მსგავსი ინფორმაციები