ახლო აღმოსავლეთი ტერორიზმისგან უნდა გაიწმინდოს

ერდოღანმა ამის შესახებ პაკისტანში განაცხადა

682056
ახლო აღმოსავლეთი ტერორიზმისგან უნდა გაიწმინდოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში  ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-13 შეკრების გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ტერორიზმისაგან მთლიანად უნდა გაიწმინდოს. „ჩვენი პირველი მისია სირიის, ერაყის და იემენის მსგავს ქვეყნებში სისხლის ღვრის  შეჩერებაა,“ განაცხადა ერდოღანმა.  მან ასევე აღნიშნულ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს პოლიტიკური და სავაჭრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა რა, დასძინა, რომ ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური მხარდაჭერისათვის სავაჭრო პარტნიორობა უნდა გაიზარდოს. თურქეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტები არა მხოლოდ თურქეთს, არამედ რეგიონის ქვეყნებსაც დიდ სარგებელს მოუტანს.

მან სომხების მხრიდან მთიანი ყარაბაღის ოკუპაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელი ქმედებაა. პრეზიდენტმა ზემოთ ხსენებული ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენაც მოუწოდა.    ერდოღანი პაკისტანში გუშინ ჩავიდა და საღამოს პრეზიდენტ მემნუნ ჰუსეინის მხრიდან იქ ჩასული ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ვახშამს დაესწრო. თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან,  ტაჯიკეთის პრეზიდენტ ისმაილ რაჰმანთან   და პაკისტანის პრემიერმინისტრ ნავას შერიფთან პირისპირ შეხვედრები გამართა.



მსგავსი ინფორმაციები