ერდოღანის პრესკონფერენცია აეროპორტში

ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია სავაჭრო მარშუტების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნითაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალიც

681614
ერდოღანის პრესკონფერენცია აეროპორტში

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მე-13 შეკრებაში მონაწილეობის მიღების მიზნით პაკისტანში გამგზავრებამდე სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ ერთი დამფუძნებელი თურქეთია. „აღნიშნული ორგანიზაცია სხვა მეგობარი ქვეყნების გაწევრიანებასთან ერთად გაფართოებული იქნა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოსახლეობა დღეისათვის 400 მილიონს შეადგენს, რომელშიც ათი თურქულენოვანი მოძმე ქვეყანაც არის. ამ თვალსაზრისით ორგანიზაცია ძალიან დიდ პოტენციალს ფლობს. ისლამაბადში გამართული ეს სამიტი ძალიან სერიოზულ მოვლენების დროს ხორციელდება, რადგან ევრაზია მსოფლიო ეკონომიკაში უკვე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას კისრულობს. ამიტომ იქ განხორციელებული ეს სამიტი კომუნიკაციების და სავაჭრო მარშუტების ერთმანეთთან დაკავშირების მიზნითაც ძალზედ მნიშვნელოვანია. მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალიც,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ასევე ევფრატის ფარის ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „ჩვენი მიზანი ტერ ორგანიზაცია დეაშის განადგურებაა. თუ ჩვენი მოკავშირეები ამ საკითხში მართლაც და გულწრფელები არიან, ჩვენ მათ ვუთხრით, რომ დეაშის წინააღმდეგ ერთობლივად ვიმოქმედოთ, მთავარია ქალაქი რაკკა დეაშისგან გავათავისუფლოთ. მათი იქ ყოფნა ჩვენ საფრთხეს გვიქმნის, ამიტომ ჩვენთვის საფრთხის შემქმნელი ტერიტორია ჩვენს ირგვლივ არ გვსურს.“



მსგავსი ინფორმაციები