ევროინტეგრაციის მინისტრის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება

მან ჟურნალისტებთან პრეს კონფერენცია გამართა

679125
ევროინტეგრაციის მინისტრის ვიზიტი პოლონეთში გრძელდება

პოლონეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და მთავარმა მომლაპარაკებელმა ომერ ჩელიქმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ს და სხვა ქვეყნებს სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიული ფრთა YPG-სათვის კი არა და სირიის ოპოზიციისათვის რომ გადაეცათ მძიმე სამხედრო ტექნიკა და იარაღები, აქამდე DEAŞ-ი მთლიანად განადგურებულ იქნებოდა.

მისივე თქმით ხშირად ამ იარაღს სირიელი ქურთები თვით პკკ-ას აძლევენ და ისინი კი მათით თურქ ძალოვანებზე და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს აწყობენ.

იგი შეეხო მიუნხენის გლობალური უსაფრთხოების სამიტზე მყოფი თურქი პრემიერის ბინალი ილდირიმის პირისპირ შეხვედრას ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიური რეგიონის ლიდერ მესუთ ბარზანისთან  და თქვა, რომ მათი მორიგი შეხვედრა ანკარაში ამ კვირის ბოლოს გაიმართება, რომელზედაც ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

“თავიდან სირიელი ქურთები ემიჯნებოდნენ პკკ-ას, მაგრამ, შემდეგ მათი მოკავშირე გახდნენ და უკვე ისინიც ანტი თურქულ ქმედებებს ახორციელებენ. ანკარა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ჩრდილოეთ ერაყის მსგავსად სირიის ჩრდილოეთში რაიმე ქურთული სუბიექტის წარმოქმნას“, ხაზგასმით განაცხადა ჩელიქმა.

მანვე ევროპელები ტერორიზმის საკითხში ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ როცა დეაში ევროპას ურტყამს, ისინი ტერორიზმის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ, როცა პკკ-ა თურქეთს ურტყამს, ხმასაც კი არ იღებენ. “მოკლედ, ევროპელები მოქმედებენ მოარული გამოთქმით, სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო“, განაცხადა თურქმა მინისტრმა



მსგავსი ინფორმაციები